
მსაჯულნი 9:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისცეს ბაალ-ბერითის სახლიდან სამოცდაათი ვერცხლი. დაიქირავა ამით უღირსი და თავზეხელაღებული ხალხი, რომელიც გაჰყვა მას.
მსაჯულნი 9:4 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 9:4 კონტექსტში
9:2სათითაოდ უთხარით ყველა შექემელს: რა გირჩევნიათ, იერუბაალის შვილები, სამოცდაათივე კაცი იყოს თქვენი ხელისუფალი, თუ მე, ერთი კაცი, გყავდეთ ხელისუფლად? გახსოვდეთ ძვალი და ხორცი ვარ თქვენი.
9:3დედის ძმები სათითაოდ ელაპარაკნენ მასზე შექემელებს და გადაიხარა მათი გული აბიმელექისკენ, რადგან თქვეს: ძმა არის ჩვენი.
9:4მისცეს ბაალ-ბერითის სახლიდან სამოცდაათი ვერცხლი. დაიქირავა ამით უღირსი და თავზეხელაღებული ხალხი, რომელიც გაჰყვა მას.
9:5მივიდა ოფრაში, მამის სახლში და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაალის შვილები - სამოცდაათი კაცი. მხოლოდ იოთამი, იერუბაალის უმცროსი ვაჟი გადარჩა, რადგან დამალული იყო.
9:6მოიყარა თავი ყველა შექემელმა და მილოს მთელმა სახლმა, მივიდნენ და გაამეფეს აბიმელექი მუხასთან, შექემში რომ დგას.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 9:4
- მსაჯულნი 8:33გედეონის სიკვდილის შემდეგ უზნეობდნენ ისრაელიანები ბაალის კვალზე და ღმერთად დაისახეს ბაალბერითი.
- ნეშტთა შორისა ბ 13:7შემოიკრიბა თავის ირგვლივ უღირსი, უგვანი ხალხი, და სძლიეს რობოამ სოლომონის ძეს. რობოამი ყმაწვილი იყო და გულმხდალი, ამიტომ ვერ გაუძლო მათ.
- მსაჯულნი 11:3გაერიდა თავის ძმებს იფთახი და ტობის მხარეში დასახლდა. უღირსმა ხალხმა მოიყარა თავი მის გარშემო და დათარეშობდა მასთან ერთად.
- მოციქულთა საქმენი 17:5მაგრამ შეშურდათ იუდეველებს, მოედნიდან მოიყვანეს ვიღაც უკეთური კაცები, შეყარეს ბრბო და აბორგებდნენ ქალაქს; იასონის სახლს მიადგნენ და მოითხოვეს ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი.
- იგავესნი 12:11თავისი მიწის მუშაკი პურით გაძღება, ჭკუათხელი კი ამაოთა მდევნელია.
- მსაჯულნი 9:46შეიტყვეს ეს ამბავი შექემის მეციხოვნეებმა და ღმერთ ბერითის ტაძრის კოშკში შევიდნენ.
- მსაჯულნი 9:49მთელმა ხალხმა თითო ტოტი მოჭრა და გაჰყვა აბიმელექს. შემოუწყვეს ტოტები კოშკს, ცეცხლი წაუკიდეს და ამოწყდა შექემის მეციხოვნენი - ათასამდე კაცი და ქალი.
- მეფეთა ა 22:2წავიდა იქიდან დავითი მოაბის მიცფაში და უთხრა მოაბის მეფეს: შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გამოვარკვევდე, რას მიპირებს ღმერთი.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 9
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში