
გლოვა იერემიასი 1:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მომხედე, უფალო, რადგან მიჭირს მე, მეწვის ნაწლავები; გული გადამიბრუნდა მკერდში, რადგან ავჯანყდი შენ წინააღმდეგ; გარეთ მახვილისგან შვილმკვდარი შევიქენი, შინაც სიკვდილია.
გლოვა იერემიასი 1:20 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 1:20 კონტექსტში
1:18მართალია უფალი, რადგან ვეურჩე მის ბაგეს; გაიგონეთ, ხალხებო, და შეხედეთ ჩემს სატანჯველს; ჩემი ქალწულები და მოყმენი ტყვეობაში წავიდნენ.
1:19ვუხმე ჩემს მოყვარულთ, მაგრამ მომატყუეს; ჩემი მღვდლები და უხუცესები იხოცებიან ქალაქში, რადგან ეძებენ პურს სულის მიასაბრუნებლად.
1:20მომხედე, უფალო, რადგან მიჭირს მე, მეწვის ნაწლავები; გული გადამიბრუნდა მკერდში, რადგან ავჯანყდი შენ წინააღმდეგ; გარეთ მახვილისგან შვილმკვდარი შევიქენი, შინაც სიკვდილია.
1:21გაიგეს, როგორ ვკვნესი და არავინა მყავს ნუგეშისმცემელი; გაიგეს ჩემმა მტრებმა ჩემი უბედურება და ხარობენ, რომ შენგან არის მოწეული. ოჰ, ერთი მოაწევდე დღეს, შენ დათქმულს, რომ ჩემსავით გახდნენ ისინი!
1:22ოჰ, ერთი მოაწევდეს შენამდე მათი სიბოროტის ამბავი, რომ ისევე მოექცე მათ, როგორც მე მომექეცი ჩემი ცოდვებისთვის, რადგან გამრავლდა ჩემი ოხვრა-კვნესა და შემიღონდა გული.
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 1:20
- გლოვა იერემიასი 2:11ცრემლებმა დამიშრიტეს თვალისჩინი, მეწვის გულ-ღვიძლი, მიწაზე დაიღვარა ჩემი ნაღველი ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო, რადგან ღონემიხდილნი ყრიან ყმაწვილები და ძუძუთა ბავშვები ქალაქის ქუჩებში.
- მეორე სთვლისაება 32:25გარეთ მახვილი გაანადგურებს, შიგნით - შიშისზარი, ჭაბუკსაც და ქალწულსაც, ძუძუთა ბავშვს ჭაღარა კაცთან ერთად.
- ესაია 16:11ამიტომაც ქნარივით თრთის ჩემი შიგნეული მოაბზე და ჩემი გული - კირ-ხარესზე.
- ეზექიელი 7:15გარეთ მახვილია, შინ - ჭირი და შიმშილი! ველზე მყოფი მახვილით მოკვდება; ქალაქში მყოფს შიმშილი და ჭირი შეჭამს.
- იერემია 4:19ვაი, ჩემი შიგნეული, შიგნეული! მტივა გულის ფიცარი! მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა.
- იობი 30:27შიგნეული მიდუღს შეუწყვეტლივ, ვაების დღეები დამიდგა;
- ლევიანი 26:40თუ გამოტყდებიან თავიანთ ცოდვებში და მამა-პაპის ცოდვებში, რომ მიმტყუნეს და ჩემ წინააღმდეგ გამოდიოდნენ,
- ლევიანი 26:42და მეც გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან. ისაკთან დადებულ აღთქმასაც და აბრაამთან დადებულ აღთქმასაც გავიხსენებ; ქვეყანასაც გავიხსენებ.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 1
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში