
გლოვა იერემიასი 3:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მშვიდობა წაართვი ჩემს სულს, დამავიწყდა კეთილდღეობა;
გლოვა იერემიასი 3:17 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:17 კონტექსტში
3:15სიმწარით გამაძღო და აბზინდა შემასვა;
3:16კბილები ჩამილეწა ხრეშით, მტვერში გამთელა;
3:17მშვიდობა წაართვი ჩემს სულს, დამავიწყდა კეთილდღეობა;
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:17
- ესაია 59:11დათვებივით ვღრიალებთ ყველანი და მტრედებივით ვკვნესით; მოველით სამართალს და არ ჩანს, ხსნას და შორს არის ჩვენგან.
- ფსალმუნები 119:155შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ.
- გლოვა იერემიასი 1:16ამას დავტირი, ცრემლად იღვრება ჩემი თვალები, რადგან გამშორდა ნუგეშისმცემელი, ჩემი სულის მომაბრუნებელი; ობლად დარჩნენ ჩემი შვილები, რადგან გამძლავრდა მტერი.
- ესაია 54:10რადგან მთები შეიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი შენდამი წყალთბა კი არ შეიძვრის და ჩემი სამშვიდობო აღთქმა არ შეირყევა, ამბობს შენი მწყალობელი უფალი.
- იერემია 8:15ველით მშვიდობას, არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს - და, აჰა, საშინელება!
- ესაია 38:17აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე და შენ ამოზიდე ჩემი სული არარაობის ორმოდან, რადგან შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ცოდვები.
- იერემია 20:14წყეული იყოს დღე, როცა დავიბადე! დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული!
- იერემია 20:18რისთვის გამოვედი საშოდან, თუ მხოლოდ სატანჯველს ვნახავდი და სირცხვილში დასრულდებოდა ჩემი დღეები.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში