
ფსალმუნი 119:155 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ.
ფსალმუნი 119:155 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:155 კონტექსტში
119:153იხილე ტანჯვა ჩემი და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე.
119:154გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი ნათქვამისამებრ მაცოცხლე.
119:155შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესებს არ ეძიებენ.
119:156წყალობანი შენნი უხვია, უფალო, შენი სიმართლის მიხედვით მაცოცხლე.
119:157ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი მცნებებისათვის არ გადამიხვევია.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:155
- იობი 5:4შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან სცემეს მათ და არავინ იყო მშველელი.
- ეფესელთა მიმართ 2:17მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც.
- ეფესელთა მიმართ 2:18რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას.
- ფსალმუნები 10:4გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.
- ლუკას სახარება 16:24შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში.
- ესაია 46:12მისმინეთ მე, გულგაკერპებულნო, სიმართლეს განშორებულნო!
- ესაია 57:19და შევუქმნი სიტყვას ბაგეებში: მშვიდობა, მშვიდობა შორებელთ და ახლობელთ! ამბობს უფალი, და განვკურნავ მას.
- რომაელთა მიმართ 3:11არავინაა გამგები: არავინ ეძებს ღმერთს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში