გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეემია 9:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეემია 9:31

მაგრამ ბოლომდე არ შემუსრე ისინი შენი დიდი გულმოწყალებით და არ მიატოვე, რადგან მოწყალე და მოსიყვარულე ღმერთი ხარ.

ნეემია 9:31 · საქართველოს საპატრიარქო

ნეემია 9:31 კონტექსტში

9:29შეაგონებდი მათ, შენ რჯულს დაბრუნებოდნენ, მაგრამ ჯიუტობდნენ და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და სცოდავდნენ შენი კანონების წინაშე, რომლითაც იცოცხლებს კაცი, თუკი შეასრულებს მათ; ისინი ჯიუტობდნენ, ქედს იფიცხებდნენ და ყურს არ უგდებდნენ.

9:30მრავალი წელი თავს იკავებდი მათი გულისთვის, შეაგონებდი შენი სულით - წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ; ამიტომაც ჩაყარე ისინი ქვეყანათა ხალხების ხელში.

9:31მაგრამ ბოლომდე არ შემუსრე ისინი შენი დიდი გულმოწყალებით და არ მიატოვე, რადგან მოწყალე და მოსიყვარულე ღმერთი ხარ.

9:32ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო, აღთქმისა და მადლის შემნახველო, ნუღარ იცოტავებ ყველა იმ შეჭირვებას, ჩვენ, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს, ჩვენს წინასწარმეტყველებს, ჩვენს მამა-პაპასა და მთელ ჩვენს ხალხს რომ შეგვემთხვა აშურის მეფეთა დროიდან დღესამომდე.

9:33შენ მართალი ხარ ყველაფერში, რაც კი ჩვენზე მოავლინე, ვინაიდან შენ წრფელად იქცეოდი, ჩვენ კი ბოროტებას ჩავდიოდით.

პარალელური ადგილები: ნეემია 9:31

განაგრძე კითხვა: ნეემია 9

სრულად წაიკითხე: ნეემია 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში