
გლოვა იერემიასი 3:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის;
გლოვა იერემიასი 3:25 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:25 კონტექსტში
3:23განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი იმედი.
3:24ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი;
3:25კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის;
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:25
- მიქა 7:7მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი.
- მიქა 7:8ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!
- ესაია 40:31უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან.
- ფსალმუნები 130:5მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.
- ფსალმუნები 130:6სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას,
- ფსალმუნები 37:34მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას.
- ფსალმუნები 40:1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი ვედრება.
- ფსალმუნები 40:5ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენ მიმართ - ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში