
ფსალმუნი 130:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.
ფსალმუნი 130:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 130:5 კონტექსტში
130:3თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?
130:4მაგრამ შენ მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ.
130:5მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.
130:6სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას,
130:7ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 130:5
- ფსალმუნები 33:20ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი.
- ესაია 30:18მაინც სურს უფალს თქვენი შეწყალება და მაინც აღდგება თქვენს შესაბრალებლად, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყოველი მისი მოესავი.
- ფსალმუნები 119:81დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
- ფსალმუნები 62:5მხოლოდ ღმერთს დაელოდე, სულო ჩემო, რადგან მისგან არის ჩემი იმედი.
- ფსალმუნები 62:1გუნდის ლოტბარს, იედუთუნისათვის. ფსალმუნი დავითისა. მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან არის ჩემი ხსნა.
- ფსალმუნები 27:14მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი.
- ფსალმუნები 40:1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი ვედრება.
- ესაია 8:17მე ველი უფალს, რომელიც პირს იფარავს იაკობის სახლისგან, და ვესავ მას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 130
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 130 · გახსენი ბიბლიის მკითხველში