
გლოვა იერემიასი 3:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუნდაც მიუშვიროს ლოყა მის მცემელს, გაძღეს გინებით;
გლოვა იერემიასი 3:30 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:30 კონტექსტში
3:28ზის სიმარტოვეში და სდუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი;
3:29მტვერითაც რომ აუვსო პირი, მაინც ექნება უფლის იმედი;
3:30თუნდაც მიუშვიროს ლოყა მის მცემელს, გაძღეს გინებით;
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:30
- ესაია 50:6ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები - წვერების მგლეჯელისთვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან.
- იობი 16:10პირი აქვთ დაღირებული ჩემზე, მაგინებენ და სახეში მცემენ, ხროვად შეთქმულან ჩემ წინააღმდეგ.
- მათეს სახარება 5:39ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას.
- მათეს სახარება 26:67მაშინ სახეში დაუწყეს ფურთხება და ცემა, სხვები კი სილას აწნავდნენ
- კორინთელთა მიმართ ბ 11:20იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში.
- მიქა 5:1ახლა კი დაირაზმე, რაზმეულთა ასულო, ალყა შემოგვარტყი; კვერთხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს.
- ფსალმუნები 69:20დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და - ვერ ვპოვე.
- ლუკას სახარება 6:29ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც, და ვინც მოსასხამს წაგართმევს, მიანებე პერანგიც.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში