
გლოვა იერემიასი 3:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან გულით როდი სტანჯავს და აწვალებს კაცისშვილებს,
გლოვა იერემიასი 3:33 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:33 კონტექსტში
3:31არ გასწირავს საუკუნოდ უფალი;
3:32კიდეც დასტანჯავს და კიდეც შეიბრალებს დიდი წყალობით;
3:33რადგან გულით როდი სტანჯავს და აწვალებს კაცისშვილებს,
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:33
- ეზექიელი 33:11უთხარი მათ: ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს! მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო! რისთვის უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო!
- ეზექიელი 18:32რადგან არ მახარებს მე მოსაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, აბა, მოიქეცით და იცოცხლეთ.
- ებრაელთა მიმართ 12:9ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?
- ებრაელთა მიმართ 12:10რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.
- ესაია 28:21რადგან აღიმართება უფალი როგორც ფერაციმის მთაზე, შეიძვრის როგორც გიბყონის ველზე თავისი საქმის, უცხო საქმის აღსასრულებლად და თავისი ქმედების, საოცარი ქმედების ჩასადენად.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში