
გლოვა იერემიასი 3:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა ჩაგრავენ ადამიანს მის სამართალში, განა ამას ვერ ხედავს უფალი?
გლოვა იერემიასი 3:36 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:36 კონტექსტში
3:34როცა ფეხქვეშ თელავენ ქვეყნის პატიმრებს,
3:35როცა სამართალს უმრუდებენ კაცს უზენაესის წინაშე,
3:36როცა ჩაგრავენ ადამიანს მის სამართალში, განა ამას ვერ ხედავს უფალი?
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:36
- აბაკუმი 1:13სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა ბოროტეული ყლაპავს მართალს?
- ესაია 59:15გამქრალია ჭეშმარიტება და სიავეს განრიდებული ძლეულია; უფალი ხედავს და თვალში ავად უჩანს, რომ არ არის სამართალი.
- იერემია 22:3ასე ამბობს უფალი: ქმენით სამართალი და სიმართლე, იხსენით გაძარცული მოძალადის ხელიდან, ნუ დაჩაგრავთ და ნუ გაღლეტთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, ნუ დაღვრით ამ ადგილზე უბრალო სისხლს.
- მეფეთა ბ 11:27როცა გავიდა გლოვის დღეები, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში და შეირთო ცოლად და უშვა ვაჟი. არ მოეწონა უფალს ეს საქმე, რაც დავითმა ჩაიდინა.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში