
გლოვა იერემიასი 3:43 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რისხვით მოიბურე და გვდევნი, გვხოცავ შეუბრალებლად;
გლოვა იერემიასი 3:43 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:43 კონტექსტში
3:41ხელებით აღვმართოთ ჩვენი გული ცაში უფლისადმი:
3:42ჩვენ შევცოდეთ და განვდექით, შენ არ გვაპატიე;
3:43რისხვით მოიბურე და გვდევნი, გვხოცავ შეუბრალებლად;
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:43
- გლოვა იერემიასი 2:17აღასრულა უფალმა განზრახული; აახდინა თავისი ნათქვამი, რაც ჰქონდა ნაბრძანები ძველთაგანვე; დააქცია და არ შეიბრალა; მტერი გაახარა შენზე, რქა აღუმაღლა შენს დუშმანებს.
- გლოვა იერემიასი 2:21ყრიან ქუჩის მტვერში ყმაწვილი და მოხუცი, ჩემი ქალწულები და მოყმეები მახვილით დაეცნენ; დახოცე შენი რისხვის დღეს, დაკალი, არ დაინდე.
- ფსალმუნები 83:15ისე დაედევნე მათ შენი რისხვით და შენი ქარიშხლით შეაძრწუნე ისინი.
- გლოვა იერემიასი 3:66რისხვით დაედევნე მათ და მუსრი გაავლე უფლის ცისქვეშეთში!
- გლოვა იერემიასი 2:1როგორ დანისლა უფალმა სიონის ასული თავისი რისხვით! ციდან მიწაზე ჩამოამხო ისრაელის მშვენება და არ გახსენებია თავისი კვარცხლბეკი თავის რისხვის დღეს.
- გლოვა იერემიასი 2:2შემუსრა, არ დაინდო უფალმა იაკობის სამკვიდრებელნი, დააქცია თავისი წყრომით იუდას ასულის ციხე-სიმაგრენი, მიწასთან გაასწორა; უპატიოჰყო სამეფო და მისი მთავრები.
- ეზექიელი 8:18მაშინ მეც რისხვით მოვიქცევი, არ ექნება შებრალება ჩემს თვალს და არ დავინდობ; თუნდაც მაღალი ხმით ჩამძახონ ყურში, არ მოვუსმენ მათ.
- ეზექიელი 7:9არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, რადგან შენ წინააღმდეგ მოვაქცევ შენს საქმეებს და შენი სიბილწენი შენთანვე იქნება; და მიხვდებით, რომ უფალი ვარ, შემმუსვრელი!
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში