
გლოვა იერემიასი 4:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს მოხდა მის წინასწარმეტყველთა ცოდვების და მის მღვდელთა შეცოდებების გამო, მართალთა სისხლს რომ ღვრიდნენ მის წიაღში.
გლოვა იერემიასი 4:13 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 4:13 კონტექსტში
4:11გადმოსცალა უფალმა თავისი რისხვა, გადმოაფრქვია თავისი წყრომის ალი, ცეცხლი წაუკიდა სიონს და შეაჭმევინა მისი საძირკველნი.
4:12არ სჯეროდათ ქვეყნის მეფეებს ან მკვიდრებს ამა სოფლისა, თუ მტერი და მომხდური შევიდოდა იერუსალიმის კარიბჭეებში;
4:13ეს მოხდა მის წინასწარმეტყველთა ცოდვების და მის მღვდელთა შეცოდებების გამო, მართალთა სისხლს რომ ღვრიდნენ მის წიაღში.
4:14ქუჩებში დაძრწოდნენ, როგორც ბრმები, სისხლში გასვრილნი, და ვერაფერს ეკარებოდნენ სამოსელით.
4:15შორს უწმიდურნო! უყვიროდნენ, შორს, შორს, არ მოგვეკაროო! ასე გარბოდნენ და დაწანწალებდნენ, ხალხში ამბობდნენ: მეტს აღარ ვაცხოვრებთო აქ.
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 4:13
- იერემია 5:31ქადაგნი სიცრუეს ქადაგებენ, მღვდლები ბატონობენ მათი მხარდაჭერით, ჩემს ერს კი მოსწონს ეს. მაგრამ რას იზამთ საბოლოოდ?
- იერემია 6:13რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია: წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელი.
- იერემია 26:8როცა დაასრულა იერემიამ ყველაფრის თქმა, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს, რომ ხალხისთვის ეთქვა, შეიპყრეს იგი მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა, მთელმა ხალხმა ყვირილით, მოსაკლავი ხარ!
- იერემია 26:9რატომ ქადაგობ უფლის სახელით, რომ ამბობ, სილოამივით დაინგრევაო ეს სახლი და ეს ქალაქიც გაოხრდება და გაუკაცრიელდებაო? შემოადგა მთელი ერი იერემიას უფლის სახლში.
- მათეს სახარება 23:31ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ.
- ეზექიელი 22:26მისი მღვდლები აუკუღმართებენ ჩემს რჯულს და ბღალავენ ჩემს სიწმიდეებს; წმიდას ნალახისგან არ განარჩევენ, უწმიდურს გაწმედილისგან არ ასხვავებენ; უგულებელყვეს ჩემი შაბათები და მე შევილახე მათ გარემოში.
- ეზექიელი 22:28მისი წინასწარმეტყველნი ეპირფერებიან მათ, ფუჭად მხილველნი და ცრუმისანნი, ეუბნებიან: ასე ამბობსო უფალი ღმერთი, უფალს კი არ უთქვამს.
- გლოვა იერემიასი 2:14შენი წინასწარმეტყველნი ცრუ და სულელურ ხილვებს ხედავდნენ შენთვის, არ გიმხელდნენ შენს შეცოდებებს დაკარგულის დასაბრუნებლად; მხოლოდ ცრუსა და მაცდუნებელ განაჩენს ხედავდნენ შენთვის.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 4
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში