
გლოვა იერემიასი 4:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ტურებიც კი აწვდიან ძუძუს და აწოვებენ თავიანთ ლეკვებს; ჩემი ერის ასული კი გულქვა გახდა, როგორც სირაქლემა უდაბნოში.
გლოვა იერემიასი 4:3 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 4:3 კონტექსტში
4:1როგორ დაიბინდა ოქრო, ფერი იცვალა ბაჯაღლომ; გაფანტულია საწმიდრის ქვები ყოველ გზაჯვარედინზე;
4:2ოქროს სწორი, სიონის ძვირფასი ძენი, როგორ შეირაცხნენ მექოთნის ნაზელ თიხის ნამტვრევებად!
4:3ტურებიც კი აწვდიან ძუძუს და აწოვებენ თავიანთ ლეკვებს; ჩემი ერის ასული კი გულქვა გახდა, როგორც სირაქლემა უდაბნოში.
4:4მწოველის ენა სასას მიეკრა წყურვილისგან; ბავშვები პურს ითხოვენ, მაგრამ არ არის მიმწოდებელი.
4:5ნუგბართა მჭამელნი ქუჩებში სულს ღაფავენ; ძოწეულში ნახვევნი ნაკელში ყრიან.
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 4:3
- ეზექიელი 5:10ამიტომ მამები შვილებს დაუწყებენ ჭამას თქვენ შორის და შვილები მამებს შეჭამენ. აღვასრულებ სამართალს თქვენზე და ყველა ქარის მიმართ გავფანტავ თქვენს ნატამალს.
- ლუკას სახარება 23:28ხოლო იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები.
- ლუკას სახარება 23:29რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ.
- გლოვა იერემიასი 2:20მოიხედე, უფალო, და დაინახე, ვის მოექეცი ასე? თუ უჭამიათ დედაკაცებს თავიანთი ნაყოფი, ნალოლიავები ბავშვები? თუ დახოცილან უფლის საწმიდარში მღვდელი და წინასწარმეტყველი?
- გლოვა იერემიასი 4:10გულმოწყალე ქალები საკუთარი ხელით ხარშავდნენ თავიანთ შვილებს, საზრდოდ რომ ჰქონოდათ ჩემი ერის ასულის დაღუპვის ჟამს.
- ლევიანი 26:29თქვენი ვაჟების ხორცს დაუწყებთ ჭამას და თქვენი ასულების ხორცს შეჭამთ.
- იერემია 19:9საკუთარი ვაჟებისა და ასულების ხორცს შევაჭმევ მათ; ერთმანეთის ხორცს დაუწყებენ ჭამას ალყაში და გაჭირვებაში, როცა მტრები და მათი მესისხლენი შეაჭირვებენ მათ.
- იობი 39:13ხალისობენ სირაქლემას ფრთები, მაგრამ სიყვარულის ნაკრეტენი და ბუმბულია ისინი?
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 4
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში