
ლუკას სახარება 23:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ.
ლუკას სახარება 23:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 მარტი, 2027, რძის უარყოფის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 23:29 კონტექსტში
23:27უკან მისდევდა ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, რომლებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას.
23:28ხოლო იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები.
23:29რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ.
23:30მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ; და ბორცვებს: დაგვმარხეთ ჩვენ;
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 23:29
- მათეს სახარება 24:19ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.
- მარკოზის სახარება 13:17ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.
- მარკოზის სახარება 13:19რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება.
- ლუკას სახარება 21:23ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან მოიწევა მაშინ დიდი ჭირი ამ ქვეყნად და რისხვა ამ ხალხის თავზე.
- ლუკას სახარება 21:24დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი.
- ოსეა 13:16მსჯავრი დაედება სამარიას, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან, მათი ბავშვები აიკუწებიან და მათი ორსულნი გაიფატრებიან.
- ოსეა 9:12თუმცა გაზრდიან შვილებს, მაგრამ წავართმევ მათ; ერთი კაციც აღარ დარჩება; და ვაი მათ, თუ მივატოვე!
- ოსეა 9:16დაჩეხილია ეფრემი, გამხმარია მისი ფესვები, აღარ გამოიღებს ნაყოფს; კიდეც რომ შობონ, მოვაკვდინებ მათი საშოს სანატრელ ნაშიერს.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 23
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში