
გლოვა იერემიასი 5:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოხუცებულნი კარიბჭესთან აღარ სხდებიან, მოყმენი აღარ მღერიან;
გლოვა იერემიასი 5:14 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 5:14 კონტექსტში
5:12ხელებით ჰკიდებენ მთავრებს, შეურაცხყოფენ მოხუცებულთ;
5:13მოყმენი დოლაბებს ეზიდებიან, ბიჭები ფორხილებენ შეშის ტვირთის ქვეშ;
5:14მოხუცებულნი კარიბჭესთან აღარ სხდებიან, მოყმენი აღარ მღერიან;
5:15შემწყდარია ჩვენი გულის სიხარული, გლოვად გადაიქცა ჩვენი ფერხულები;
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 5:14
- იერემია 7:34გავაუქმებ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში ხმას მხიარულებისას და ხმას სიხარულისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას, რადგან გაუდაბურდება მთელი ქვეყანა.
- ესაია 24:7გამწარდა მაჭარი, დაჭკნა ვაზი, კვნესის ყველა გულმხიარული.
- ესაია 24:11ღვინოს მისტირიან ქუჩებში, ჩამწარდა ყოველი სიხარული, განიდევნა მხიარულება ქვეყნიდან.
- ეზექიელი 26:13დავადუმებ შენს ხმამაღალ სიმღერებს და შენი ჩანგის ხმა აღარ გაისმება. -
- გლოვა იერემიასი 1:19ვუხმე ჩემს მოყვარულთ, მაგრამ მომატყუეს; ჩემი მღვდლები და უხუცესები იხოცებიან ქალაქში, რადგან ეძებენ პურს სულის მიასაბრუნებლად.
- გლოვა იერემიასი 1:4მოთქვამენ სიონის გზები; დღესასწაულზე არავინ დადის, დაცარიელდა მისი ჭიშკრები; ოხრავენ მღვდლები, დანაღვლიანდნენ მისი ქალწულები, თავადაც გამწარებულია სიონი.
- გლოვა იერემიასი 2:10მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, თავზე ნაცარი აყრიათ და ჯვალოთი არიან შემოსილი; მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს.
- გამოცხადება 18:22მეჩანგეთა და მეწინწილეთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ იჟღერებს შენში, აღარ დარჩება არცერთი ხელოსანი, არც ხელოსნობა, და დოლაბის ხმა მიწყდება შენში.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 5
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში