
გლოვა იერემიასი 5:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ შეღონებული გვაქვს გული, ამიტომაც დაგვიბნელდა თვალისჩინი;
გლოვა იერემიასი 5:17 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 5:17 კონტექსტში
5:15შემწყდარია ჩვენი გულის სიხარული, გლოვად გადაიქცა ჩვენი ფერხულები;
5:16თავზეით გვირგვინი მოგვეხადა; ვაი ჩვვნ, რადგან შევცოდეთ!
5:17ამიტომ შეღონებული გვაქვს გული, ამიტომაც დაგვიბნელდა თვალისჩინი;
5:18გაუკაცრიელდა სიონის მთა და ტურები დარბიან იქ;
5:19შენ კი საუკუნოდ მყოფობ, უფალო, შენი ტახტი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე!
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 5:17
- ესაია 1:5სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული.
- ფსალმუნები 6:7დაიშრიტა წუხილით ჩემი თვალი, გადმომცვივდა ყოველთა მტერთა გამო.
- გლოვა იერემიასი 2:11ცრემლებმა დამიშრიტეს თვალისჩინი, მეწვის გულ-ღვიძლი, მიწაზე დაიღვარა ჩემი ნაღველი ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო, რადგან ღონემიხდილნი ყრიან ყმაწვილები და ძუძუთა ბავშვები ქალაქის ქუჩებში.
- იობი 17:7დარდისაგან თვალი დამევსო და დამიჭლევდა სხეულის ასოები.
- ესაია 38:14როგორც წერო, როგორც მერცხალი, ისე ვჭყიოდი. მტრედივით მოვთქვამდი; თვალები მაღლა მქონდა აპყრობილი: უფალო, გამიჭირდა, მიშველე-მეთქი!
- მიქა 6:13და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო.
- ფსალმუნები 69:3მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში.
- გლოვა იერემიასი 1:13მაღლიდან ცეცხლი მოავლინა ჩემს ძვლებში; ფერხთა წინ ბადე გამიშალა, წამაქცია, დამაგდო ოხრად და სნეულად სამუდამოდ.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 5
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში