
გლოვა იერემიასი 5:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიცოცხლის ფასად ვშოულობთ პურს, უდაბნოში მახვილის შიშით;
გლოვა იერემიასი 5:9 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 5:9 კონტექსტში
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 5:9
- ეზექიელი 4:16მითხრა: ადამის ძევ! აჰა, გავტეხავ პურის კვერთხს იერუსალიმში, რომ წონით და სიმწრით ჭამდნენ პურს, და წყალს გამოზომით და შიშით სვამდნენ.
- ეზექიელი 4:17რადგან მოაკლდებათ პური და წყალი, შიშით დაუწყებენ ერთმანეთს ცქერას და დაილევიან თავიანთი უკეთურების გამო.
- ეზექიელი 12:18ადამის ძევ! კანკალით ჭამე შენი პური და შიშით და ძრწოლით სვი შენი წყალი!
- ეზექიელი 12:19უთხარი ამ ქვეყნის ხალხს, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი იერუსალიმის მკვიდრთა გამო ისრაელის მიწაზე: ძრწოლით შეჭამენ თავიანთ პურს და სასოწარკვეთაში შესვამენ წყალს, რადგან მისი მიწა დაცარიელდება თავისი სისავსისგან მის მცხოვრებთა ძალადობის გამო.
- იერემია 40:9ეფიცებოდა გედალია, ძე ახიკამისა, ძე შაფანისა მათ და მათ კაცებს: ნუ გაშინებთ ქალდეველთა მორჩილება. დარჩით ქვეყანაში და დაემორჩილეთ ბაბილონის მეფეს; უკეთესი იქნება თქვენთვის.
- იერემია 40:12დაბრუნდნენ იუდაელები იმ ადგილებიდან, სადაც გაგდებული იყვნენ; მოვიდნენ იუდას ქვეყანაში გედალიასთან მიცფას და შეაგროვეს უზომო ღვინო და საზაფხულო ხილი.
- იერემია 41:1მეშვიდე თვეს იყო, რომ მივიდნენ ისმაელი, ძე ნეთანიასი, ძისა ელიშამაყისა, მეფეთა ნათესავი და მეფის დიდებულები ათი კაცითურთ გედალია ახიკამის ძესთან მიცფას და ჭამეს იქ პური ერთად, მიცფაში.
- იერემია 41:10დაატყვევა ისმაელმა მთელი დანარჩომი ხალხი, მიცფაში ვინც იყო: მეფის ასულები, მიცფაში დარჩენილი მთელი ხალხი, რომელიც გედალია ახკამის ძეს ჩააბარა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა. ისინი დაატყვევა ისმაელ ნეთანიას ძემ და წავიდა, რათა ყამონიანებთნ გადასულიყო.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 5
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში