
ლევიანი 12:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ გოგო შვა, ორ კვირას იქნება გაუწმიდურებული, როგორც წიდოვანების დროს. სამოცდაექვსი დღის განმავლობაში უნდა დარჩეს განწმედის სისხლში.
ლევიანი 12:5 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 12:5 კონტექსტში
12:3მეშვიდე დღეს უნდა წააჭრან ბავშვს ჩუჩა.
12:4ოცდაცამეტი დღის განმავლობაში უნდა დარჩეს ქალი განწმედის სისხლში; წმიდას არაფერს შეეხოს, არც ტაძარში არ შევიდეს, ვიდრე განწმედის ვადა არ გავა.
12:5თუ გოგო შვა, ორ კვირას იქნება გაუწმიდურებული, როგორც წიდოვანების დროს. სამოცდაექვსი დღის განმავლობაში უნდა დარჩეს განწმედის სისხლში.
12:6როცა გავა ვადა განწმედისა ვაჟისათვის თუ გოგოსათვის, მიუყვანოს მღვდელს სადღესასწაულო კარავთან ერთწლიანი ბატკანი აღსავლენად და მტრედის ხუნდი ან გვრიტი ცოდვის გამოსასყიდად.
12:7მღვდელი შესწირავს ამას უფლის წინაშე, გამოითხოვს მისთვის შენდობას და განიწმიდება ქალი წიდოვანვბისგან. ეს არის ვაჟისა თუ გოგოს შობის წესი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 12:5
- ტიმოთეს მიმართ ა 2:14ადამი კი არ შემცდარა, არამედ ქალი შეცდა და სცოდა.
- ტიმოთეს მიმართ ა 2:15თუმცაღა მაინც ცხონდება, რადგანაც შვილებს გააჩენს, თუკი რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში დარჩება კდემით.
- ლევიანი 12:4ოცდაცამეტი დღის განმავლობაში უნდა დარჩეს ქალი განწმედის სისხლში; წმიდას არაფერს შეეხოს, არც ტაძარში არ შევიდეს, ვიდრე განწმედის ვადა არ გავა.
- ლევიანი 12:2ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ დედაკაცი დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, შობის შემდეგ შვიდ დღეს უწმიდურია იგი. როგორც წიდოვანების დროს, ისე უწმიდურდება.
- შესაქმე 3:13უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 12
სრულად წაიკითხე: ლევიანი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში