
ლევიანი 12:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოცდაცამეტი დღის განმავლობაში უნდა დარჩეს ქალი განწმედის სისხლში; წმიდას არაფერს შეეხოს, არც ტაძარში არ შევიდეს, ვიდრე განწმედის ვადა არ გავა.
ლევიანი 12:4 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 12:4 კონტექსტში
12:2ელაპარაკე ისრაელიანებს: თუ დედაკაცი დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, შობის შემდეგ შვიდ დღეს უწმიდურია იგი. როგორც წიდოვანების დროს, ისე უწმიდურდება.
12:3მეშვიდე დღეს უნდა წააჭრან ბავშვს ჩუჩა.
12:4ოცდაცამეტი დღის განმავლობაში უნდა დარჩეს ქალი განწმედის სისხლში; წმიდას არაფერს შეეხოს, არც ტაძარში არ შევიდეს, ვიდრე განწმედის ვადა არ გავა.
12:5თუ გოგო შვა, ორ კვირას იქნება გაუწმიდურებული, როგორც წიდოვანების დროს. სამოცდაექვსი დღის განმავლობაში უნდა დარჩეს განწმედის სისხლში.
12:6როცა გავა ვადა განწმედისა ვაჟისათვის თუ გოგოსათვის, მიუყვანოს მღვდელს სადღესასწაულო კარავთან ერთწლიანი ბატკანი აღსავლენად და მტრედის ხუნდი ან გვრიტი ცოდვის გამოსასყიდად.
პარალელური ადგილები: ლევიანი 12:4
- ლევიანი 15:25თუ ქალი წიდოვანი არ არის და დიდი ხნის განმავლობაში სდის სისხლი ან გამონადენი აქვს წიდოვანების ვადაზე მეტ ხანს, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც გამონადენი აქვს, წიდოვნად ჩაითვლება, გაუწმიდურებულია.
- ლევიანი 15:28როცა სუფთავდება თავისი გამონადენისგან, უნდა გადაითვალოს შვიდი დღე, რის შემდეგაც სუფთა იქნება
- ლუკას სახარება 2:22ხოლო, როცა გასრულდა მათი განწმენდის დღენი, თანახმად მოსეს რჯულისა, იერუსალიმში წაიყვანეს იგი, რათა წარედგინათ უფლის წინაშე,
- ლუკას სახარება 2:23(როგორც დაწერილია უფლის რჯულში: საშოს ამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებაო;)
- ანგეა 2:13თქვა ანგიამ: თუ შეეხო ამას ყველაფერს გაუწმიდურებული კაცი, გაუწმიდურდება ეს ყველაფერი? მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: გაუწმიდურდება.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 12
სრულად წაიკითხე: ლევიანი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში