
ლევიანი 13:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ცოცხალი ხორცი შეეცვლება და გაუთეთრდება, მღვდელთან უნდა მივიდეს.
ლევიანი 13:16 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 13:16 კონტექსტში
13:14როცა მასზე ცოცხალი ხორცი აღმოჩნდება, უწმიდურია იგი.
13:15დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს და უწმიდურად სცნობს მას. ცოცხალი ხორცი უწმიდურია, ეს კეთრია.
13:16თუ ცოცხალი ხორცი შეეცვლება და გაუთეთრდება, მღვდელთან უნდა მივიდეს.
13:17გასინჯავს მას მღვდელი და თუ წყლული გათეთრებული აქვს, მღვდელი წყლულს განწმედილად სცნობს. განწმედილი იქნება იგი.
13:18თუ სხეულზე, კანზე გამოაჩნდება გამონაყარი და მოუშუშდება,
პარალელური ადგილები: ლევიანი 13:16
- ტიმოთეს მიმართ ა 1:13მე, რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი, მდევნელი და მაგინებელი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით, ურწმუნოების გამო.
- ტიმოთეს მიმართ ა 1:15სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.
- ფილიპელთა მიმართ 3:6შურით ეკლესიის მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო,
- ფილიპელთა მიმართ 3:8და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის - ქრისტეს შეცნობა, რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო იესო ქრისტე,
- რომაელთა მიმართ 7:14რადგანაც ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი ვარ და ცოდვას მიყიდული.
- რომაელთა მიმართ 7:24ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან?
- გალატელთა მიმართ 1:14ასე რომ, აღვემატებოდი იუდეველობაში ყველა ტოლსწორს ჩემი მოდგმისას, რადგანაც უკიდურესი გულმოდგინებით ვიცავდი მამაპაპეულ გადმოცემებს.
- გალატელთა მიმართ 1:16კეთილინება თვისი ძე გამოეცხადებინა ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი, მაშინვე როდი დავკითხვივარ სისხლსა და ხორცს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 13
სრულად წაიკითხე: ლევიანი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში