
ლევიანი 13:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ლაქა თავის ადგილზე დარჩება, არ გავრცელდება, ეს გამონაყარის ანთებაა, მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი.
ლევიანი 13:23 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 13:23 კონტექსტში
13:21თუ მღვდელი დაინახავს, რომ თმა გათეთრებული არა აქვს, წყლული კანქვეშ არ არის და მკრთალია, მღვდელმა უნდა ჩაკეტოს იგი შვიდ დღეს.
13:22თუ კანზე გავრცელდება, მღვდელმა იგი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს წყლულია.
13:23თუ ლაქა თავის ადგილზე დარჩება, არ გავრცელდება, ეს გამონაყარის ანთებაა, მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი.
13:24თუ სხეულზე, მის კანზე დამწვრობა ექნება და მოშუშების შემდეგ მოთეთრო-მოწითალო ან თეთრი ლაქა დააჩნდება,
13:25გასინჯავს მას მღვდელი და თუ ლაქაზე თმა გათერებული აქვს და ლაქა კანშია ჩამჯდარი. ეს კეთრია დამწვარზეა გაფურჩქნული. მღვდელმა იგი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს კეთრის წყლულია.
პარალელური ადგილები: ლევიანი 13:23
- კორინთელთა მიმართ ბ 2:7ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს.
- გალატელთა მიმართ 6:1ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
- იგავესნი 28:13ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება.
- მათეს სახარება 26:75გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
- შესაქმე 38:26იცნო იუდამ და თქვა: ვტყუივარ ამ ქალთან, რომ არ მივათხოვე იგი შელას, ჩემს ვაჟს. ამის მერე აღარ შესულა იუდა თამართან.
- ნეშტთა შორისა ბ 19:2გამოეგება მისანი იეჰუ ხანანის ძე და უთხრა მეფე იოშაფატს: განა შეგშვენოდა უღვთო კაცისთვის დახმარების გაწევა და უფლის მოძულის სიყვარული? ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება თავს.
- ნეშტთა შორისა ბ 19:3თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან მოსპე აშერები ქვეყნიდან და გული მოამზდე ღვთის საძიებლად.
- პეტრეს ეპისტოლე ა 4:2რათა კაცთა გულისთქმით კი არა, ღვთის ნებით გალიოთ სიცოცხლის დარჩენილი დღენი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 13
სრულად წაიკითხე: ლევიანი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში