
ლევიანი 13:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ მღვდელი გასინჯავს მას და, აჰა, ლაქაზე თეთრი თმა არა აქვს, ლაქა კანქვეშ არ არის და მკრთალიამ მღვდელმა იგი შვიდ დღეს უნდა ჩაკეტოს.
ლევიანი 13:26 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 13:26 კონტექსტში
13:24თუ სხეულზე, მის კანზე დამწვრობა ექნება და მოშუშების შემდეგ მოთეთრო-მოწითალო ან თეთრი ლაქა დააჩნდება,
13:25გასინჯავს მას მღვდელი და თუ ლაქაზე თმა გათერებული აქვს და ლაქა კანშია ჩამჯდარი. ეს კეთრია დამწვარზეა გაფურჩქნული. მღვდელმა იგი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს კეთრის წყლულია.
13:26თუ მღვდელი გასინჯავს მას და, აჰა, ლაქაზე თეთრი თმა არა აქვს, ლაქა კანქვეშ არ არის და მკრთალიამ მღვდელმა იგი შვიდ დღეს უნდა ჩაკეტოს.
13:27მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯავს მას და თუ კანზე გავრცელდა, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია.
13:28თუ ლაქა ადგილზე დარჩა, არ გავრცელდა კანზე და მკრთალია, ეს სიდამწვრის სიმსივნეა. მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 13:26
- ლევიანი 13:23თუ ლაქა თავის ადგილზე დარჩება, არ გავრცელდება, ეს გამონაყარის ანთებაა, მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი.
- ლევიანი 13:4თუ წყლული მისი სხეულის კანზე თეთრია, მაგრამ წყლული ღრმად არ არის კანში ჩასული და თმაც არა აქვს გათეთრებული, მღვდელმა შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს დაწყლულებული.
- ლევიანი 13:5გასინჯავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული თვალში საცემია, მაგრამ არ გავრცელებულა კანზე, კიდევ შვიდ დღეს უნდა ჩაკეტოს იგი მღვდელმა.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 13
სრულად წაიკითხე: ლევიანი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში