
ლევიანი 13:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მღვდელი გასინჯავს და თუ მათი სხეულის კანზე თეთრი ლაქები მკრთალია, ეს სირსველია, კანზე გაფურჩქნული. წმიდაა იგი.
ლევიანი 13:39 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 13:39 კონტექსტში
13:37თუ მუნი თვალით შესამჩნევია და შავი თმაა მასზე ამოსული, მუნი მორჩენილა, იგი გაწმიდავებულია და მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს.
13:38როდესაც კაცს ან ქალს სხეულის კანზე ლაქები, თეთრი ლაქები გამოაჩნდება,
13:39მღვდელი გასინჯავს და თუ მათი სხეულის კანზე თეთრი ლაქები მკრთალია, ეს სირსველია, კანზე გაფურჩქნული. წმიდაა იგი.
13:40როდესაც კაცს თავზე თმა დასცვივდება, იგი ქაჩალია, წმიდაა იგი.
13:41თუ წინა მხრიდან გაუშიშვლდება თავი, იგი მელოტია, წმიდაა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 13:39
- რომაელთა მიმართ 7:22ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები.
- რომაელთა მიმართ 7:25ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს.
- იაკობის ეპისტოლე 3:2რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი. კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი.
- ეკლესიასტე 7:20არ იპოება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 13
სრულად წაიკითხე: ლევიანი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში