
ლევიანი 13:40 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როდესაც კაცს თავზე თმა დასცვივდება, იგი ქაჩალია, წმიდაა იგი.
ლევიანი 13:40 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 13:40 კონტექსტში
13:38როდესაც კაცს ან ქალს სხეულის კანზე ლაქები, თეთრი ლაქები გამოაჩნდება,
13:39მღვდელი გასინჯავს და თუ მათი სხეულის კანზე თეთრი ლაქები მკრთალია, ეს სირსველია, კანზე გაფურჩქნული. წმიდაა იგი.
13:40როდესაც კაცს თავზე თმა დასცვივდება, იგი ქაჩალია, წმიდაა იგი.
13:41თუ წინა მხრიდან გაუშიშვლდება თავი, იგი მელოტია, წმიდაა.
13:42თუ ქაჩალ ან მელოტ ადგილზე მოთეთრო-მოწითალო წყლული იქნება, ეს კეთრია, ქაჩალ ან მელოტ ადგილზე გაფურჩქნული.
პარალელური ადგილები: ლევიანი 13:40
- გალატელთა მიმართ 4:13ეს კი იცით, რომ პირველად ხორცის უძლურებით გახარეთ.
- ქებათა ქება 5:11თავი მისი ოქროა რჩეული, ხვეულია თმები მისი, შავია ყორანივით.
- ამოსი 8:10დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო!
- რომაელთა მიმართ 8:10ხოლო თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისთვის მკვდარია, სული კი ცოცხალია სიმართლისათვის.
- რომაელთა მიმართ 6:12მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის ვნებებს.
- რომაელთა მიმართ 6:19თქვენი ხორცის უძლურების გამო ისე ვმსჯელობ, როგორც მსჯელობენ კაცნი: მსგავსად იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას, ახლა სიწმიდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს.
- ესაია 15:2ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს.
- ლევიანი 13:41თუ წინა მხრიდან გაუშიშვლდება თავი, იგი მელოტია, წმიდაა.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 13
სრულად წაიკითხე: ლევიანი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში