
ლევიანი 13:45 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაწყლულებულის ტანისამოსი უნდა დაირღვეს; თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, პირამდე შებურვილი უნდა იყოს და ყვიროდეს: უწმიდური, უწმინდური:
ლევიანი 13:45 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 13:45 კონტექსტში
13:43გასინჯავს მას მღვდელი და თუ წყლულის სიმსივნე მოთეთრო-მოწითალო ფერისაა ქაჩალ ან მელოტ ადგილზე, როგორიც სხეულის კანის კეთრია ხოლმე,
13:44ეს კაცი კეთროვანია, უწმიდურია. მღვდელმა უწმიდურად უნდა გამოაცხადოს იგი. თავზე აქვს წყლული.
13:45დაწყლულებულის ტანისამოსი უნდა დაირღვეს; თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, პირამდე შებურვილი უნდა იყოს და ყვიროდეს: უწმიდური, უწმინდური:
13:46რამდენ ხანსაც წყლულია მასზე, იმდენ ხანს იქნება უწმიდური. უწმიდურია იგი. განცალკევებით უნდა ცხოვრობდეს თავისი საცხოვრებელი ბანაკის გარეთ.
13:47თუ ტანისამოსზე იქნა კეთრის წყლული, მატყლის ტანისამოსზე, ან სელის ტანისამოსზე,
პარალელური ადგილები: ლევიანი 13:45
- მიქა 3:7გაწბილდებიან მისნები, შერცხვებიან მკითხავები და პირს დამუწავენ ყველანი, რადგან პასუხს არ გაიღებს ღმერთი.
- ლევიანი 10:6უთხრა მოსემ აარონს, და მის შვილებს - ელიაზარს და ითამარს: თავს ნუ გაიშიშვლებთ და ტანისამოსს ნუ შემოიგლეჯთ, რომ არ დაიხოცოთ. რომ რისხვა არ დაატყდეს მთელს საზოგადოებას. თქვენმა ძმებმა, მთელმა ისრაელის ხალხმა იტიროს დამწვარი, რაც დასწვა უფალმა.
- ეზექიელი 24:17იკვნესე ჩუმად, მიცვალებულზე გლოვას ნუ გამართავ; ოღონდ თავი წაიკარი, ფეხზე ხამლები ჩაიცვი, წვერებს ნუ დაიფარავ და კაცების პურს ნუ შეჭამ.
- გლოვა იერემიასი 4:15შორს უწმიდურნო! უყვიროდნენ, შორს, შორს, არ მოგვეკაროო! ასე გარბოდნენ და დაწანწალებდნენ, ხალხში ამბობდნენ: მეტს აღარ ვაცხოვრებთო აქ.
- ლუკას სახარება 17:12ერთ სოფელში შესვლისას შემოეგება ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ
- ეზექიელი 24:22თქვენც ისე მოიქცევით, როგორც მე ვიქცევი: წვერ-ულვაშს არ დაიფარავთ და კაცების პურს არ შეჭამთ.
- ლევიანი 21:10მღვდელმთავარი თავისი საძმოდან, რომელსაც თავზე მირონის ზეთი აქვს ცხებული და ხელი აქვს ავსებული შესამოსელის სატარებლად, თავს არ უნდა იშიშვლებდეს და შესამოსელს არ უნდა იხევდეს.
- ლუკას სახარება 5:8ეს რომ დაინახა, სიმონ-პეტრე ფეხებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 13
სრულად წაიკითხე: ლევიანი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში