
ლევიანი 13:44 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს კაცი კეთროვანია, უწმიდურია. მღვდელმა უწმიდურად უნდა გამოაცხადოს იგი. თავზე აქვს წყლული.
ლევიანი 13:44 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 13:44 კონტექსტში
13:42თუ ქაჩალ ან მელოტ ადგილზე მოთეთრო-მოწითალო წყლული იქნება, ეს კეთრია, ქაჩალ ან მელოტ ადგილზე გაფურჩქნული.
13:43გასინჯავს მას მღვდელი და თუ წყლულის სიმსივნე მოთეთრო-მოწითალო ფერისაა ქაჩალ ან მელოტ ადგილზე, როგორიც სხეულის კანის კეთრია ხოლმე,
13:44ეს კაცი კეთროვანია, უწმიდურია. მღვდელმა უწმიდურად უნდა გამოაცხადოს იგი. თავზე აქვს წყლული.
13:45დაწყლულებულის ტანისამოსი უნდა დაირღვეს; თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, პირამდე შებურვილი უნდა იყოს და ყვიროდეს: უწმიდური, უწმინდური:
13:46რამდენ ხანსაც წყლულია მასზე, იმდენ ხანს იქნება უწმიდური. უწმიდურია იგი. განცალკევებით უნდა ცხოვრობდეს თავისი საცხოვრებელი ბანაკის გარეთ.
პარალელური ადგილები: ლევიანი 13:44
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:1იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:2ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა.
- ესაია 1:5სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული.
- იობი 36:14სიყრმეშივე კვდება მათი სული და გარყვნილებაში გადის მათი სიცოცხლე;
- მათეს სახარება 6:23ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი?
- იოანეს ეპისტოლე ბ 1:8თავს გაუფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღვწოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური.
- იოანეს ეპისტოლე ბ 1:10ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 13
სრულად წაიკითხე: ლევიანი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში