
ლევიანი 14:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაათვალიერებს წყლულს და თუ წყლული სახლის კედლებზეა - მომწვანო ან მოწითალო ღრმულები და ჩაღრმავებულად ჩანს კედელზე,
ლევიანი 14:37 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 14:37 კონტექსტში
14:35მივიდეს, ვისი სახლიც იქნება, მღვდელთან და შეატყობინოს, წყლულივით რაღაც გაჩნდაო ჩემს სახლში.
14:36მღვდელი სახლს გამოაცარიელებინებს, ვიდრე წელულის სანახავად მივიდოდეს, რომ არ გაუწმიდურდეს ყველაფერი, რაც სახლშია. მხოლოდ ამის შემდეგ შევა მღვდელი სახლის დასათვალიერებლად.
14:37დაათვალიერებს წყლულს და თუ წყლული სახლის კედლებზეა - მომწვანო ან მოწითალო ღრმულები და ჩაღრმავებულად ჩანს კედელზე,
14:38მაშინ მღვდელი გამოვა სახლიდან გასასვლელისკენ და შვიდი დღით გამოკეტავს სახლს.
14:39მეშვიდე დღეს მღვდელი მობრუნდება და დაათვალიერებს: თუ წყლული მოდებულია სახლის კედლებზე,
პარალელური ადგილები: ლევიანი 14:37
- ლევიანი 13:19გამონაყარის ადგილზე იქნება თეთრი სიმსივნე ან მოთეთრო-მოწითალო ლაქა, მღვდელს უნდა ეჩვენოს.
- ლევიანი 13:20გასინჯავს მას მღვდელი და თუ ეს აღმოჩნდა კანქვეშ და თმაც გათეთრებული აქვს, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია, გამონაყარზეა გაფურჩქნული.
- ლევიანი 13:42თუ ქაჩალ ან მელოტ ადგილზე მოთეთრო-მოწითალო წყლული იქნება, ეს კეთრია, ქაჩალ ან მელოტ ადგილზე გაფურჩქნული.
- ლევიანი 13:3გასინჯავს მღვდელი მისი სხეულის კანზე წყლულს და თუ თმა წელულზე გათეთრებული აქვს, წყლულიც ღრმადა აქვს ჩამჯდარი კანში - ეს კეთრის წყლულია. გასინჯავს მას მღვდელი და უწმიდურად სცნობს.
- ლევიანი 13:49მომწვანო ან მოწითალო ფერის წყლული ტანისამოსზე ან ტყავზე ან ქსელზე ან ტყავის რაიმე საგანზე იქნება, ეს კეთრის წყლულია და მღვდელს უნდა ეჩვენოს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 14
სრულად წაიკითხე: ლევიანი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში