
ლევიანი 15:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ვისაც სხეულიდან გამონადენი აქვს, უწმიდურია იგი თავისი გამონადენის გამო.
ლევიანი 15:2 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 15:2 კონტექსტში
15:1ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:
15:2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ვისაც სხეულიდან გამონადენი აქვს, უწმიდურია იგი თავისი გამონადენის გამო.
15:3ეს იქნება მისი უწმიდურება: სხეულიდან სდის გამონადენი თუ უკავდება სხეულში გამონადენი, ეს მისი უწმიდურებაა.
15:4ყოველი საწოლი, სადაც წევს გამონადენიანი, გაუწმიდურებულია; ყოველი ნივთი, რაზეც ზის იგი, გაუწმიდურებულია.
პარალელური ადგილები: ლევიანი 15:2
- რიცხვთა 5:2უბრძანე ისრაელიანებს, გაიყვანონ ბანაკიდან ყველა კეთროვანი, ყველა წიდოვანი და მკვდრისგან გაუწმიდურებული.
- ლევიანი 22:4კეთროვანი ან გამონადენიანი აარონის შთამომავალთაგან ვერ შეჭამს საწმიდარებს, ვიდრე არ გაწმიდავდება. ის, ვინც მიეკარება რაიმეს, მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც თესლის დენა აქვს,
- მეფეთა ბ 3:29დაატყდეს იოაბის თავს და მამამისის სახლს! ნუმც გამოლეულა იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ხელყავარჯნიანი, მახვილით განგმირული, პურს დანატრებული!
- მათეს სახარება 9:20და, აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსის კალთას.
- ნეემია 9:13სინაის მთაზე ჩამოხველ, ზეციდან ელაპარაკე მათ და სწორი სამართალი, ჭეშმარიტი რჯულნი, კეთილი წესები და მცნებები მიეცი.
- ნეემია 9:14ასწავლე მათ შენი წმიდა შაბათი; მცნებები, წესები და რჯული დაუწესე შენი მორჩილის, მოსეს ხელით.
- მარკოზის სახარება 7:20და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს.
- მარკოზის სახარება 7:23ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 15
სრულად წაიკითხე: ლევიანი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში