
ლევიანი 15:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს იქნება მისი უწმიდურება: სხეულიდან სდის გამონადენი თუ უკავდება სხეულში გამონადენი, ეს მისი უწმიდურებაა.
ლევიანი 15:3 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 15:3 კონტექსტში
15:1ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:
15:2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ვისაც სხეულიდან გამონადენი აქვს, უწმიდურია იგი თავისი გამონადენის გამო.
15:3ეს იქნება მისი უწმიდურება: სხეულიდან სდის გამონადენი თუ უკავდება სხეულში გამონადენი, ეს მისი უწმიდურებაა.
15:4ყოველი საწოლი, სადაც წევს გამონადენიანი, გაუწმიდურებულია; ყოველი ნივთი, რაზეც ზის იგი, გაუწმიდურებულია.
15:5ვინც შეეხება მის საწოლს, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში განიბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.
პარალელური ადგილები: ლევიანი 15:3
განაგრძე კითხვა: ლევიანი 15
სრულად წაიკითხე: ლევიანი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში