
ლევიანი 15:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა სუფთავდება თავისი გამონადენისგან, უნდა გადაითვალოს შვიდი დღე, რის შემდეგაც სუფთა იქნება
ლევიანი 15:28 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 15:28 კონტექსტში
15:26ყოველი საწოლი, სადაც იგი დაწვება გამონადენობის დროს, უწმიდურია, როგორც წიდოვნობის დროს არის. ყოველი საგანი, რაზეც დაჯდება, გაუწმიდურებული იქნება, როგორც წიდოვნობის დროს არის გაუწმიდურებული.
15:27ყველა, ვინც კი მათ მიეკარება, გაუწმიდურებულია. ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
15:28როცა სუფთავდება თავისი გამონადენისგან, უნდა გადაითვალოს შვიდი დღე, რის შემდეგაც სუფთა იქნება
15:29მერვე დღეს აიყვანოს ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი და მიუყვანოს ისინი მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
15:30შესწირავს მღვდელი ერთ მათგანს ცოდვის გამოსასყიდად, მეორეს - აღსავლენად და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმიდურობას.
პარალელური ადგილები: ლევიანი 15:28
- ლევიანი 15:13როდესაც გამონადენიანი თავისი უწმიდურობისგან წმიდავდება, შვიდი დღე უნდა იანგარიშოს გასაწმიდავებლად. ტანისამოსს გაირეცხავს, ტანს დაიბანს წყაროს წყალში და გაწმიდავებული იქნება.
- ლევიანი 15:15ერთ მათგანს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდად შესწირავს, მეორეს - აღსავლენად და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე მის გამონადენს.
- მათეს სახარება 1:21და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.
- გალატელთა მიმართ 4:4მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს.
- კორინთელთა მიმართ ა 1:30მისგან ხართ ქრისტე იესოში, რომელიც იქცა ჩვენთვის ღვთისმიერ სიბრძნედ, სიმართლედ, განწმენდად და გამოსყიდვად.
- კორინთელთა მიმართ ა 6:11ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
- ეფესელთა მიმართ 1:6რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში,
- ეფესელთა მიმართ 1:7ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
განაგრძე კითხვა: ლევიანი 15
სრულად წაიკითხე: ლევიანი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში