
ლევიანი 15:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს არის რჯული გამონადენიანისა და იმისა, ვისაც თესლის დენა აქვს, და უწმიდურდება.
ლევიანი 15:32 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 15:32 კონტექსტში
15:30შესწირავს მღვდელი ერთ მათგანს ცოდვის გამოსასყიდად, მეორეს - აღსავლენად და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმიდურობას.
15:31მოარიდეთ ისრაელიანები მათ უწმიდურობას, რომ თავიანთ უწმიდურობაში არ დაიხოცონ და არ გააუწმიდურონ ჩემი სავანე, რომელიც მათ შორის არის.
15:32ეს არის რჯული გამონადენიანისა და იმისა, ვისაც თესლის დენა აქვს, და უწმიდურდება.
15:33წიდოვანისა და გამონადენიანისა, მამაკაცი იქნება თუ დედაკაცი, და კაცისა, რომელიც გაუწმიდურებულ ქალთან დაწვება.
პარალელური ადგილები: ლევიანი 15:32
- ლევიანი 11:46ეს არის პირუტყვის, ფრინველის და ყოველი სულდგმულის, წყალში მცურავისა და მიწაზე მღოღავის წესი,
- ლევიანი 14:54ეს არის რჯული კეთრის ყოველგვარი წყლულისა და მუნისა,
- ლევიანი 15:18თუ ცოლ-ქმარნი დაწვნენ ერთად თესლის დენით, წყალში უნდა იბანონ და გაუწმიდურებულნი იქნებიან საღამომდე.
- რიცხვთა 19:14ასეთია რჯული: თუ კარავში კაცი მოკვდება, ყოველი კარავში შემსვლელი და ყოველი კარავში მყოფი შვიდ დღეს გაუწმიდურებული იქნება.
- ლევიანი 13:59ეს არის რჯული კეთრის წყლულისა მატყლის ან სელის ტანისამოსზე, ან ქსოვილზე ან ტყავის რაიმე ნივთზე უწმიდურობის ან სიწმიდის გამოსაცნობად.
- ლევიანი 14:2ეს იყოს რჯული კეთროვანისთვის: როცა გასაწმედია, მღვდელთან უნდა მიიყვანონ.
- ლევიანი 14:32ასეთია რჯული, თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება ანდა გაწმიდავების დროს ხელი არ მიუწვდება.
- რიცხვთა 5:29ეს არის ეჭვიანობის რჯული, როცა ქალი უღალატებს თავის ქმარს და წაიბილწება,
განაგრძე კითხვა: ლევიანი 15
სრულად წაიკითხე: ლევიანი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში