გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ლევიანი 15:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლევიანი 15:18

თუ ცოლ-ქმარნი დაწვნენ ერთად თესლის დენით, წყალში უნდა იბანონ და გაუწმიდურებულნი იქნებიან საღამომდე.

ლევიანი 15:18 · საქართველოს საპატრიარქო

ლევიანი 15:18 კონტექსტში

15:16თუ ვინმეს თესლის დენა ექნა, წყალში უნდა დაიბანოს მთელი სხეული და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

15:17ყოველი სამოსელი, სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყალში უნდა განიბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

15:18თუ ცოლ-ქმარნი დაწვნენ ერთად თესლის დენით, წყალში უნდა იბანონ და გაუწმიდურებულნი იქნებიან საღამომდე.

15:19თუ ქალს გამონადენი აქვს, სისხლი სდის სხეულიდან, შვიდ დღეს წიდოვნებაშია, ვინც კი შეეხება მას, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

15:20ყველა, ვინც კი დაწვება მასთან მისი წიდოვნებისას, გაუწმიდურდება; და ყველაფერი, რაზედაც დაჯდება, გაუწმიდურდება.

პარალელური ადგილები: ლევიანი 15:18

განაგრძე კითხვა: ლევიანი 15

სრულად წაიკითხე: ლევიანი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში