
ლევიანი 15:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინც შეეხება მის საწოლს, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში განიბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.
ლევიანი 15:5 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 15:5 კონტექსტში
15:3ეს იქნება მისი უწმიდურება: სხეულიდან სდის გამონადენი თუ უკავდება სხეულში გამონადენი, ეს მისი უწმიდურებაა.
15:4ყოველი საწოლი, სადაც წევს გამონადენიანი, გაუწმიდურებულია; ყოველი ნივთი, რაზეც ზის იგი, გაუწმიდურებულია.
15:5ვინც შეეხება მის საწოლს, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში განიბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.
15:6ვინც დაჯდება ნივთზე, რომელზეც გამონადენიანი იჯდა, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე უწმიდური იქნება.
15:7ვინც გამონადენიანის სხეულს შეეხება, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.
პარალელური ადგილები: ლევიანი 15:5
- ლევიანი 11:25ვისაც რამე მოედება მათი ლეშისგან, სამოსელი უნდა გარეცხოს, და გაუწმიდურებული დარჩება საღამომდე.
- ლევიანი 16:26განტევების ვაცის წამყვანმა უნდა გაირეცხოს ტანისამოსი და წყლით დაიბანოს ტანი; მერე შეეძლება ბანაკში შესვლა.
- ლევიანი 17:15ყველა, ვინც ლეშს ან ნამხეცავს შეჭამს, მკვიდრი თუ მდგმური, ტანისამოსი წყლით უნდა გაირეცხოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე, მერე გაწმიდავდება.
- ლევიანი 11:32ყველაფერი, რაზეც კი რომელიმე მათგანი დაეცემა, ხის რაიმე ჭურჭელი იქნება, ტყავის თუ ჯვალოს სამოსელი, ნებისმიერი სახმარი ნივთი, გაუწმიდურდება; წყალში უნდა ჩაიდოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება, მერე კი გაწმიდავდება.
- ესაია 1:16განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა.
- ეზექიელი 36:25გასხურებთ განმწმედელ წყალს და გაგწმედთ ყოველი უწმიდურებისგან და ყოველი თქვენი კერპისგან გაგწმედთ თქვენ.
- ლევიანი 13:34მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯაავს მუნს; თუ მუნი არ გავრცელებულა, და კანქვეშ ღრმად არ ჩანს, მღვდელმა იგი გაწმიდავებულად უნდა სცნოს. ტანისამოსი გაირეცხოს და გაწმიდავებული იქნება.
- ლევიანი 14:8განსაწმიდავებელი გაირეცხავს ტანისამოსს, გაიპარსავს მთელს თმას, წყალში განიბანება და გაწმიდავებული იქნება. ამის მერე ბანაკში შევა და შვიდ დღეს კარვის გარეთ იცხოვრებს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 15
სრულად წაიკითხე: ლევიანი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში