
ლევიანი 16:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცოდვის გამოსასყიდ ქონს დასწვავს სამსხვერპლოზე.
ლევიანი 16:25 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 16:25 კონტექსტში
16:23შევა აარონი სადღესასწაულო კარავში, გაიხდის სელის შესამოსელებს, რომლებიც შეიმოსა საწმიდარში შესვლის წინ, და იქ დატოვებს მათ,
16:24დაიბანს ტანს წყლით წმიდა ადგილას, ჩაიცვამს თავის ტანისამოსს, გამოვა გარეთ და შესწირავს აღსავლენს თავისთვის და აღსავლენს ერისთვის და განწმედს თავის თავს და ერს.
16:25ცოდვის გამოსასყიდ ქონს დასწვავს სამსხვერპლოზე.
16:26განტევების ვაცის წამყვანმა უნდა გაირეცხოს ტანისამოსი და წყლით დაიბანოს ტანი; მერე შეეძლება ბანაკში შესვლა.
16:27ცოდვის გამოსასყიდი ხბო და ცოდვის გამოსასყიდი ვაცი, რომელთა სისხლი განსაწმედელად შეიტანეს საწმიდარში, უნდა წაიღონ ბანაკის გარეთ და ცეცხლში დაწვან მათი ტყავები, ხორცი და განავალი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 16:25
- გამოსვლა 29:13აართვი მთელი ქონი, შიგნეულს რომ აკრავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათი ქონითურთ და სამსხვერპლოზე დაწვი საკმევად.
- ლევიანი 4:8აღმართოს ცოდვის გამოსასყიდელი ხბოს მთელი ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია და მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა,
- ლევიანი 4:10ისევე როგორც ხარი შეიწირება სამადლობელ მსხვერპლად, ასევე დაწვას ისინი მღვდელმა აღსავლენ სამსხვერპლოზე.
- ლევიანი 16:6შესწიროს აარონმა თავისი ცოდვის გამოსასყიდი ხბო და განიწმიდოს საკუთარი თავი და თავისი სახლი.
- ლევიანი 4:19აართვას მთელი ქონი და სამსხვერპლოზე დაწვას.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 16
სრულად წაიკითხე: ლევიანი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში