
ლევიანი 16:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიბანს ტანს წყლით წმიდა ადგილას, ჩაიცვამს თავის ტანისამოსს, გამოვა გარეთ და შესწირავს აღსავლენს თავისთვის და აღსავლენს ერისთვის და განწმედს თავის თავს და ერს.
ლევიანი 16:24 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 16:24 კონტექსტში
16:22წაიღებს ვაცი ყველა მათ უკეთურებას დასაკარგავისაკენ; გაუშვებს თხას უდაბნოში.
16:23შევა აარონი სადღესასწაულო კარავში, გაიხდის სელის შესამოსელებს, რომლებიც შეიმოსა საწმიდარში შესვლის წინ, და იქ დატოვებს მათ,
16:24დაიბანს ტანს წყლით წმიდა ადგილას, ჩაიცვამს თავის ტანისამოსს, გამოვა გარეთ და შესწირავს აღსავლენს თავისთვის და აღსავლენს ერისთვის და განწმედს თავის თავს და ერს.
16:25ცოდვის გამოსასყიდ ქონს დასწვავს სამსხვერპლოზე.
16:26განტევების ვაცის წამყვანმა უნდა გაირეცხოს ტანისამოსი და წყლით დაიბანოს ტანი; მერე შეეძლება ბანაკში შესვლა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 16:24
- ლევიანი 16:3აი, რით უნდა შევიდეს აარონი საწმიდარში: ხბოთი - ცოდვის გამოსასყიდად და ვერძით - აღსავლენად.
- ლევიანი 16:5ისრაელიანთა საზოგადოებიდან აიყვანოს ორი ვაცი ცოდვის გამოსასყიდად და ერთი ვერძი აღსავლენად.
- ებრაელთა მიმართ 10:19ამრიგად, ძმანო, რაკი გვაქვს სითამამე საწმიდარში შესვლისა იესოს სისხლის მეოხებით,
- ებრაელთა მიმართ 10:22მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,
- გამოცხადება 1:5და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით,
- გამოცხადება 1:6ვინც მეფეებად და თავისი ღმერთისა და მამის მღვდლებად გვაქცია, - დიდება და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
- გამოსვლა 29:4მიიყვანე აარონი და მისი შვილები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და წყლით განბანე.
- გამოსვლა 29:5აიღე შესამოსელი და შემოსე აარონი კვართით, ეფოდის მოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით, წელზე ეფოდის სარტყელი შემოარტყი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 16
სრულად წაიკითხე: ლევიანი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში