
ლევიანი 18:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
ლევიანი 18:2 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 18:2 კონტექსტში
18:1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
18:2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
18:3ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ეგვიპტეში, სადაც თქვენ ცხოვრობდით. ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ქანაანის ქვეყანაში, სადაც მიმყავხართ; ნუ მიჰყვებით მათ წესებს.
18:4ჩემი სამართალი აღასრულეთ და ჩემი წესები დაცავით, მათ მიჰყევით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 18:2
- გამოსვლა 6:7მიგიღებთ ჩემს ერად და ვიქნები თქვენი ღმერთი. გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ეგვიპტელთა კირთებისგან თქვენი გამომხსნელი.
- ლევიანი 11:44რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; გაწმიდავდით და წმიდა იქნებით, როგორც მე ვარ წმიდა. არ გაიუწმიდუროთ თავი არანაირი ქვემძრომით, რომელიც მიწაზე დაღოღავს,
- ეზექიელი 20:5და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იმ დღეს, როცა ავირჩიე ისრაელი და ხელი აღვმართე იაკობის სახლის მოდგმისთვის, გამოვუცხადე თავი ეგვიპტის ქვეყანაში და ხელი აღვმართე მათთვის და ვთქვი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი-მეთქი,
- ლევიანი 20:7წმიდაჰყავით თქვენი თავი და წმიდები იყავით, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- ფსალმუნები 33:12ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი - მისდა სამემკვიდრეოდ ამორჩეული.
- შესაქმე 17:7დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები.
- ლევიანი 19:3თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას; დაიცავით შაბათები! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- ლევიანი 19:4პირს ნუ მიაბრუნებთ კერპებისკენ და ნუ გაიჩენთ ჩამოსხმულ ღმერთებს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 18
სრულად წაიკითხე: ლევიანი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში