
ლევიანი 19:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას; დაიცავით შაბათები! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
ლევიანი 19:3 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 19:3 კონტექსტში
19:1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
19:2ელაპარაკე ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას და უთხარი: წმიდები იყავით, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.
19:3თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას; დაიცავით შაბათები! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
19:4პირს ნუ მიაბრუნებთ კერპებისკენ და ნუ გაიჩენთ ჩამოსხმულ ღმერთებს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
19:5როცა უფლისათვის სამადლობელი საკლავის დაკვლას დააპირებთ, დაკალით თქვენს სამწყალობნოდ.
პარალელური ადგილები: ლევიანი 19:3
- გამოსვლა 20:12პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.
- ეფესელთა მიმართ 6:1შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია.
- ეფესელთა მიმართ 6:3რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად.
- გამოსვლა 20:8გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი.
- ებრაელთა მიმართ 12:9ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?
- ეზექიელი 22:7მამას და დედას ამცირებენ თქვენში, ხიზანს უპატიოდ ექცევიან თქვენ შორის, ქვრივ-ობლებს ჩაგრავენ თქვენში.
- ეზექიელი 22:8ჩემი სიწმიდენი მოძულებული გაქვს და ჩემი შაბათები შელახული.
- იგავესნი 30:17მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 19
სრულად წაიკითხე: ლევიანი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში