
ლევიანი 18:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომ არ ამოგანთხიოთ მიწამ, როცა გააუწმიდურებთ მას, როგორც ამოანთხია ის ხალხები, რომლებიც თქვენამდე იყვნენ.
ლევიანი 18:28 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 18:28 კონტექსტში
18:26დაიცავით ჩემი წესები და სამართალი, არ ჩაიდინოთ ეს სისაძაგლეები, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენ შორის რომ მდგმურობს.
18:27რადგან ყველა ამ სისაძაგლეს სჩადის იმ ქვეყნის ხალხი, რომელიც თქვენ წინაშეა; და გააუწმიდურეს მიწა.
18:28რომ არ ამოგანთხიოთ მიწამ, როცა გააუწმიდურებთ მას, როგორც ამოანთხია ის ხალხები, რომლებიც თქვენამდე იყვნენ.
18:29რადგან ამ სისაძაგლეთა ჩამდენნი თავისი ხალხის წიაღიდან მოიკვეთებიან.
18:30შეისმინეთ ჩემი გაფრთხილება და ნუ შეასრულებთ ამ საძაგელ წესებს, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, რომ არ გაიუწმიდუროთ თავი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 18:28
- გამოცხადება 3:16მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან.
- ლევიანი 18:25გაუწმიდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებებს და ამოანთხია მიწამ თავისი მკვიდრნი.
- ლევიანი 20:22დაიცავით ყველა ჩემი წესი და ყველა ჩემი სამართალი, შეასრულეთ ისინი, რომ არ გადმოგანთხიოთ მიწამ, სადაც შეგიყვანთ საცხოვრებლად.
- ეზექიელი 36:17ადამის ძევ! ისრაელის სახლმა გააუწმიდურა მიწა, სადაც ცხოვრობს, თავისი გზებით და მოქმედებით; მირეული ქალის უწმიდურებასავით არის მათი გზა ჩემ წინაშე.
- იერემია 9:19რომ გლოვის ხმა ისმოდეს სიონიდან: როგორ გავნადგურდით! როგორ შევრცხვით, რომ მივატოვეთ ჩვენი ქვეყანა და დავაგდეთ ჩვენი სახლ-კარი!
- რომაელთა მიმართ 8:22რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე.
- ეზექიელი 36:13ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი გეუბნებიან: კაცისმჭამელი და შენი ხალხის შვილმკვდარმყოფელი ხარო,
განაგრძე კითხვა: ლევიანი 18
სრულად წაიკითხე: ლევიანი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში