
ლევიანი 19:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუტანოს დანაშაულის გამოსასყიდად უფალს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან დანაშაულის ვერძი.
ლევიანი 19:21 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 19:21 კონტექსტში
19:19დაიცავით ჩემი წესები: პირუტყვს ნუ შეაჯვარებ ერთმანეთთან; ნუ დათესავ ყანაში ორნაირ თესლს; ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელისგან მოქსოვილ ტანისამოსს.
19:20თუ ვინმე ქალთან დაწვება თესლის მიღვრით, ის კი ქმრის დანიშნული მონაქალია, არ არის გამოსყიდული ან თავისუფლება არა აქვს მიცემული, დანაშაულად ჩაითვლება. თუმცა იგი არ არის მოსაკვდინებელი, რადგან ქალი გათავისუფლებული არ ყოფილა.
19:21მიუტანოს დანაშაულის გამოსასყიდად უფალს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან დანაშაულის ვერძი.
19:22შეუნდობს მას მღვდელი დანაშაულის ვერძით უფლის წინაშე ცოდვას, რომელიც ჩადენილი აქვს, და ეპატიება ცოდვა, რომელიც ჩადენილი აქვს.
19:23როცა შეხვალთ ქვეყანაში და დარგავთ რაიმე ხეხილს, დაუცვეთელად ჩათვალეთ მისი ნაყოფი; სამ წელიწადს დაუცვეთელი იყოს თქვენთვის; არ იჭმევა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 19:21
- ლევიანი 6:6დანაშაულის გამოსასყიდად უნდა მიუყვანოს მღვდელს უფლისათვის საღი ვერძი ფარიდან, რაც არ უნდა ღირდეს.
- ლევიანი 6:7გამოითხოვს მისთვის შენდობას მღვდელი უფლისაგან და მიეტევება მას ყოველი დანაშაული, რაც კი ჩადენილი აქვს.
- ლევიანი 5:1კაცი, რომელმაც შესცოდა იმით, რომ გაიგონა წყევლის ხმა, გინა მოწმე იყო, გინა დაინახა, გინა იცოდა, მაგრამ არ გააცხადა, დამნაშავეა.
- ლევიანი 5:6და მიუყვანოს უფალს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდი - დედალი ცხვარი ან თხა, და მღვდელი ცოდვის შენდობას გამოითხოვს მისთვის.
- ლევიანი 5:15თუ ვინმე გადავა წესს და უნებურად შესცოდავს უფლის სიწმიდეთა მიმართ, დანაშაულის გამოსასყიდად შესწიროს უფალს ფარიდან გამოყვანილი საღი ვერძი, რამდენი შეკელიც ეღირება (საწმიდარის შეკელის მიხედვით).
განაგრძე კითხვა: ლევიანი 19
სრულად წაიკითხე: ლევიანი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში