
ლევიანი 5:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ვინმე გადავა წესს და უნებურად შესცოდავს უფლის სიწმიდეთა მიმართ, დანაშაულის გამოსასყიდად შესწიროს უფალს ფარიდან გამოყვანილი საღი ვერძი, რამდენი შეკელიც ეღირება (საწმიდარის შეკელის მიხედვით).
ლევიანი 5:15 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 5:15 კონტექსტში
5:13გამოითხოვს მისთვის მღვდელი ჩადენილი ცოდვის შენდობას და მიეტევება მას. რაც დარჩება, მღვდელს ეკუთვნის, როგორც ძღვენი.
5:15თუ ვინმე გადავა წესს და უნებურად შესცოდავს უფლის სიწმიდეთა მიმართ, დანაშაულის გამოსასყიდად შესწიროს უფალს ფარიდან გამოყვანილი საღი ვერძი, რამდენი შეკელიც ეღირება (საწმიდარის შეკელის მიხედვით).
5:16რა სიწმიდესაც შესცოდა, უნდა ზღოს და მისი მეხუთედიც დაუმატოს, მისცეს მღვდელს და მღვდელი გამოითხოვს მისთვის შენდობას გამოსასყიდი ვერძით და მიეტევება მას.
5:17თუ ვინმე უნებურად შესცოდავს, ჩაიდენს უფლის მცნების საწინააღმდეგოს რასმე, რისი გაკეთებაც არა ხამს, დადანაშაულდება და ცოდვა დაეკისრება,
პარალელური ადგილები: ლევიანი 5:15
- გამოსვლა 30:13ეს უნდა გადაიხადოს ყველამ, ვინც სათვალავში გადის: ნახევარი შეკელი საღვთო შეკელის მიხედვით: ოცი გერაა შეკელში; ნახევარი შეკელი საუფლო ძღვენია.
- ლევიანი 4:2ასე უთხარი ისრაელიანებს: თუ ვინმე უნებურად შესცოდავს და დაარღვევს უფლის მცნებებს, აკრძალულს რასმე ჩაიდენს,
- ლევიანი 6:6დანაშაულის გამოსასყიდად უნდა მიუყვანოს მღვდელს უფლისათვის საღი ვერძი ფარიდან, რაც არ უნდა ღირდეს.
- ლევიანი 7:6ყოველმა სამღვდელო მამაკაცმა ჭამოს იგი; წმიდა ადგილზე ჭამონ. ეს წმიდათა წმიდაა.
- მეორე სთვლისაება 15:19ყოველი პირმშო, რაც დაიბადება შენს საქონელში და ცხვარში, მამრი, შესწირე უფალს, შენს ღმერთს. ნუ ამუშავებ პირველმოგებულ ხარს და ნუ გაპარსავ პირველმოგებულ ცხვარსა ან თხას.
- მეორე სთვლისაება 15:20უფლის, შენი ღმერთის წინაშე ჭამეთ იგი შენ და შენმა სახლმა იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი.
- ეზრა 10:19ხელი მისცეს, რომ გაუშვებდნენ ცოლებს და ცოდვის გამოსასყიდად ვერძს შესწირავდნენ მსხვერპლად.
- ლევიანი 7:1ეს არის დანაშაულის გამოსასყიდის წესი; ეს წმიდათა წმიდაა.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 5
სრულად წაიკითხე: ლევიანი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში