
ლევიანი 19:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა უფლისათვის სამადლობელი საკლავის დაკვლას დააპირებთ, დაკალით თქვენს სამწყალობნოდ.
ლევიანი 19:5 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 19:5 კონტექსტში
19:3თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას; დაიცავით შაბათები! მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
19:4პირს ნუ მიაბრუნებთ კერპებისკენ და ნუ გაიჩენთ ჩამოსხმულ ღმერთებს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
19:5როცა უფლისათვის სამადლობელი საკლავის დაკვლას დააპირებთ, დაკალით თქვენს სამწყალობნოდ.
19:6საკლავის დაკვლის დღესაც ჭამეთ და მეორე დღესაც; მესამე დღეს მორჩენილი ცეცხლში უნდა დაიწვას.
19:7თუ მესამე დღეს შეიჭამა საკლავი, ეს სისაძაგლე იქნება, წყალობა არ გამოვა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 19:5
- ლევიანი 7:16თუ მისი შესაწირავი აღთქმული ან ნებაყოფლობითი მსხვერპლია, შეწირვის დღეს შეიჭმება იგი; რაც მორჩება, მეორე დღესაც შეიძლება შეიჭამოს.
- ლევიანი 22:29როდესაც სამადლობელ მსხვერპლს უკლავთ უფალს, თქვენს დასამწყალობნებლად დაკალით.
- ლევიანი 22:19იმისათვის, რომ დამწყალობნდეთ, საკლავი უნაკლო უნდა იყოს, ხარი იქნება, ვერძი თუ ვაცი.
- ლევიანი 1:3თუ აღსავლენია მისი შესაწირავი, საღი ხარი შესწიროს; სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან შესწიროს იგი უფლის წინაშე მისი წყალობის მოსაპოვებლად.
- ნეშტთა შორისა ბ 31:2დააყენა იეხეზკიაჰუმ მღვდელთა და ლევიანთა დასები, მათი დასებისდა მიხედვით, თავ-თავიანთი სამსახურის შესასრულებლად, მღვდლებად და ლევიანებად, აღსავლენისა და სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად, უფლის ბანაკის კარიბჭეებში საქებრად და სადიდებლად.
- ლევიანი 22:23ხარი ან ცხვარი, რომელსაც ყური ან კუდი მოგლეჯილი აქვს, შეგიძლია სამოწყალო მსხვერპლად შესწირო; შეთქმულისთვის კი სამწყალობნო არ იქნება.
- გამოსვლა 24:5გაგზავნა ისრაელიანთაგან ყმაწვილი კაცები და მათაც მიიტანეს აღსავლენი და შესწირეს უფალს ხარები სამადლობელ მსხვერპლად.
- ეფესელთა მიმართ 2:13ახლა კი იესო ქრისტეში, ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 19
სრულად წაიკითხე: ლევიანი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში