
ლევიანი 2:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვისაც სურს შესაწირავი შესწიროს ძღვნად უფალს, გამტკიცული ფქვილი იყოს მისი შესაწირავი; ზეთი დაასხას ზედ და საკმეველი დადოს.
ლევიანი 2:1 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 2:1 კონტექსტში
2:1ვისაც სურს შესაწირავი შესწიროს ძღვნად უფალს, გამტკიცული ფქვილი იყოს მისი შესაწირავი; ზეთი დაასხას ზედ და საკმეველი დადოს.
2:2მიუტანოს აარონიან მღვდლებს; ერთ-ერთმა მღვდელმა სავსე მუჭით აიღოს ზეთიანი ფქვილი საკმეველთან ერთად და დაწვას სამსხვერპლოზე სამახსოვროდ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
2:3რაც ამ შესაწირავს მორჩება, აარონსა და მის შვილებს ეკუთვნის; ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
პარალელური ადგილები: ლევიანი 2:1
- ლევიანი 6:14აჰა, საძღვნო შესაწირავის წესი: შესწირონ იგი აარონიანებმა უფლის წინაშე სამსხვერპლოს წინა მხრიდან.
- ლევიანი 6:18ყოველმა მამაკაცმა აარონიანთაგან უნდა შეჭამოს. ეს გქონდეთ თქვენს თაობებში სამარადისო არჩივად უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან. ყველაფერი, რაც მას მიეკარება, წმიდაა.
- ლევიანი 9:17შესწირა საძღვნო და ხელი აივსო იმით, და დაწვა სამსხვერპლოზე დილის აღსავლენის გარდა.
- გამოცხადება 8:3მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი.
- ესაია 66:20წამოიყვანენ შენს ძმებს ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისათვის ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში, ამბობს უფალი, როგორც ისრაელიანებს მიაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით საუფლო სახლში.
- რიცხვთა 7:19მიიტანა მან თავისი შესაწირავი: ასოცდაათშეკელიანი ერთი ვერცხლის ლანგარი, ვერცხლის ტაშტი, სამოცდაათშეკელიანი (საწმიდარის შეკელით). ორივე სავსე იყო ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილით, საძღვნოდ.
- იუდას ეპისტოლე 1:20ხოლო თქვენ, საყვარელნო, უწმიდესი რწმენით დაიმკვიდრეთ თავი, ილოცეთ სულით წმიდით.
- ლევიანი 2:4თუ ღუმელში გამომცხვარს შესწირავ ძღვნად, გამტკიცული ფქვილისგან იყოს ნამცხვრები, უსაფუარო, ზეთში აზელილი და კვერები უსაფუარო და ზეთნაცხები.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 2
სრულად წაიკითხე: ლევიანი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში