
ლევიანი 2:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყოველი საძღვნო მარილით დაამარილე და არ დასტოვო საძღვნო შენი ღვთის მარილის გარეშე; ყოველ შესაწირავზე მიიტანე მარილი.
ლევიანი 2:13 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 2:13 კონტექსტში
2:11არცერთი საძღვნო, რომელიც უფალს გინდა შესწირო, საფუარით არ უნდა იყოს მომზადებული, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა დაიწვას საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის.
2:12როგორც პირველნაყოფთა შესაწირავი, ისე შესწირე უფალს და სამსხვერპლოზე არ აიტანო კეთილსურნელებად.
2:13ყოველი საძღვნო მარილით დაამარილე და არ დასტოვო საძღვნო შენი ღვთის მარილის გარეშე; ყოველ შესაწირავზე მიიტანე მარილი.
2:14თუ პირველმოწეული ნაყოფებიდან შესწირავ უფალს საძღვნოს, ცეცხლზე მოხალული თავთავი და ღერღილი შესწირე შენი პირველმოწეული ნაყოფებისგან.
2:15დაღვარე ზეთი და ზედ საკმეველი დადევი; ეს არის საძღვნო შესაწირავი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 2:13
- ეზექიელი 43:24მიიყვანე უფლის წინაშე და დააფრქვიონ მათ მღვდლებმა მარილი, და აღსავლენად აღუვლინონ უფალს.
- მათეს სახარება 5:13თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად.
- კოლასელთა მიმართ 4:6თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ.
- მარკოზის სახარება 9:49რადგან ყველაფერი ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება.
- მარკოზის სახარება 9:50კარგი რამ არის მარილი; მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდა, რაღათი შეანელებთ მას? გქონდეთ მარილი თქვენში და მშვიდობით იყავით ერთმანეთს შორის.
- ნეშტთა შორისა ბ 13:5განა არ იცით, რომ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, დავითსა და მის ძეებს მარილის აღთქმით მისცა მეფობა ისრაელზე სამარადჟამოდ?
- რიცხვთა 18:19მთელი წმიდა ღალა, რომელსაც ისრაელიანები უხდიან უფალს, შენთვის, შენი ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის მომიცია, სამარადისო წესით. ეს არის სამარადისო აღთქმა მარილისა უფლის წინაშე შენთვისა და შენი შთამომავლობისათვის.
- ეზრა 7:22ვერცხლი ას ქანქარამდე, ხორბალი ას ქორამდე, ღვინო ას ბათამდე, ზეთი ას ბათამდე, და მარილი დაუწერელად.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 2
სრულად წაიკითხე: ლევიანი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში