
ლევიანი 20:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პირს მივაბრუნებ ამ კაცისკენ და მოვკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან, რადგან თავისი ნაშიერი გასწირა მოლოქისთვის, რომ ჩემი საწმიდარი გაეუწმიდურებინა და ჩემი წმიდა სახელი შეეგინებინა.
ლევიანი 20:3 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 20:3 კონტექსტში
20:1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
20:2ისრაელიანებს უთხარი: თუ ვინმე ისრაელიანთაგან ან მდგმურთაგან, რომელიც ისრაელში მდგმურობს, თავის ნაშიერს მოლოქისთვის გასწირავს, იგი უნდა ჩაიქოლოს.
20:3პირს მივაბრუნებ ამ კაცისკენ და მოვკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან, რადგან თავისი ნაშიერი გასწირა მოლოქისთვის, რომ ჩემი საწმიდარი გაეუწმიდურებინა და ჩემი წმიდა სახელი შეეგინებინა.
20:4თუ ხალხი თვალს მოარიდებს ამ კაცს, როდესაც იგი თავის შვილს მოლოქისთვის სწირავს, და არ მოკლავს მას,
20:5მე მივაპყრობ პირს ამ კაცისკენ და მის საგვარეულოსკენ და ხალხის წიაღიდან მოვკვეთ მას და მის კვალზე ყველა გაუკუღმართებულს, რომლებიც უკუღმართობენ მოლოქის კვალზე.
პარალელური ადგილები: ლევიანი 20:3
- ლევიანი 18:21შენი თესლიდან არავინ მისცე მოლოქის ცეცხლში გასატარებლად, არ შეაგინო შენი ღვთის სახელი. მე მარ უფალი.
- ეზექიელი 23:38კიდევ ეს გამიკეთეს: გააუწმიდურეს ჩემი საწმიდარი იმ დღეს და ჩემი შაბათები შელახეს.
- ეზექიელი 23:39დაუკლეს თავიანთი შვილები მათ კერპებს და იმ დღესვე მოვიდნენ ჩემს საწმიდარში მის შესალახავად. აჰა, როგორ მოიქცნენ ჩემს სახლში.
- ეზექიელი 5:11ამიტომ, ცოცხალი ვარ! აცხადებს უფალი: იმის გამო, რომ გააუწმიდურეთ ჩემი საწმიდარი ყოველი თქვენი სისაძაგლით და ყოველი თქვენი სიბილწით, მეც გაგწყვეტ შენ. არ შეგიბრალებს ჩემი თვალი და მეც არ დაგინდობ.
- ლევიანი 17:10თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შეჭამს სისხლს, მივმართავ ჩემს პირს სისხლისმჭამელისკენ და მოვკვეთავ მას თავისი ხალხის წიაღიდან.
- რიცხვთა 19:20თუ ვინმე გაუწმიდურებულია და არ ჩამოირეცხავს ცოდვას, უნდა მოიკვეთოს იგი საზოგადოებიდან, რადგან წაბილწა უფლის საწმიდარი: გამაწმიდავებელი წყალი არ უსხურებია, უწმიდურია იგი.
- ლევიანი 15:31მოარიდეთ ისრაელიანები მათ უწმიდურობას, რომ თავიანთ უწმიდურობაში არ დაიხოცონ და არ გააუწმიდურონ ჩემი სავანე, რომელიც მათ შორის არის.
- კორინთელთა მიმართ ბ 6:16რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 20
სრულად წაიკითხე: ლევიანი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში