
ეზექიელი 23:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კიდევ ეს გამიკეთეს: გააუწმიდურეს ჩემი საწმიდარი იმ დღეს და ჩემი შაბათები შელახეს.
ეზექიელი 23:38 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 23:38 კონტექსტში
23:36მითხრა უფალმა: ადამის ძევ! მსჯავრს დასდებ აჰოლას და აჰოლიბას? ჯერ გამოუცხადე მათი სისაძაგლენი,
23:37რადგან მრუშობდნენ და სისხლი ჰქონდათ ხელებზე; თავიანთ კერპებთან მრუშობდნენ და შვილებსაც, მე რომ მიშვეს, ცეცხლში ატარებდნენ შესაჭმელად.
23:38კიდევ ეს გამიკეთეს: გააუწმიდურეს ჩემი საწმიდარი იმ დღეს და ჩემი შაბათები შელახეს.
23:39დაუკლეს თავიანთი შვილები მათ კერპებს და იმ დღესვე მოვიდნენ ჩემს საწმიდარში მის შესალახავად. აჰა, როგორ მოიქცნენ ჩემს სახლში.
23:40შორიდან მომსვლელ ხალხსაც კი იბარებდნენ; როცა მოციქული იგზავნებოდა მათთან; აჰა, მოდიოდნენ ისინი, ვისთვისაც იბანებოდი, თვალებს იღებავდი და სამკულებით იმკობოდი;
პარალელური ადგილები: ეზექიელი 23:38
- ეზექიელი 20:13მაგრამ ამიჯანყდა ისრაელის სახლი უდაბნოში, არ მიჰყვებოდა ჩემს წესებს და შეიძულა ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეესრულებინა, რომ ეცოცხლა; და შელახა მეტისმეტად ჩემი შაბათები. ვთქვი, გადმოვანთხევ-მეთქი მათზე რისხვას უდაბნოში მათ დასაღუპად.
- ეზექიელი 20:24რაკი ჩემს სამართალს არ ასრულებდნენ და ჩემი წესები შეიძულეს, ჩემი შაბათები შელახეს და თავიანთი მამების კერპებისკენ ეჭირათ თვალი,
- ეზექიელი 7:20მედიდურობდნენ თავიანთ სამკაულთა მშვენებით და თავიანთ სიბილწეთა და სისაძაგლეთა ხატები შექმნეს; ამიტომ სიბინძურედ გავხდი მას მათთვის.
- ეზექიელი 8:5მითხრა: ადამის ძევ! მიმართე მზერა ჩრდილოეთის გზას. მივმართე მზერა ჩრდილოეთის გზას და, აჰა, სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით ეს შურის ხატი იყო, შესასვლელთან.
- ეზექიელი 8:16მიმიყვანა უფლის სახლის შიდა ეზოში, და აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის, დამდგარა ოცდახუთიოდე კაცი ზურგით უფლის ტაძრისკენ და პირით აღმოსავლეთისკენ და ეთაყვანებიან მზეს აღმოსავლეთით.
- ეზექიელი 22:8ჩემი სიწმიდენი მოძულებული გაქვს და ჩემი შაბათები შელახული.
- იერემია 17:27თუ არ გამიგონებთ - არ იუქმებთ შაბათ დღეს და აიკიდებთ ტვირთს, შემოხვალთ შაბათ დღეს იერუსალიმის კარიბჭეებში, მაშინ ცეცხლს წავუკიდებ მის კარიბჭეებს და ცეცხლი შეჭამს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება.
- ნეემია 13:17გავკიცხე იუდას წარჩინებულნი და ვუთხარი: რად სჩადიხართ ამ ბოროტ საქმეს, რატომ ბილწავთ შაბათ დღეს?
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 23
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში