
ლევიანი 22:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხარი აარონს და მის შვილებს, ეკრძალონ ისრაელიანთა საწმიდარებს და არ შეურაცხყონ ჩემი წმიდა სახელი. ისინი არიან ჩემი შემომწირველნი. მე ვარ უფალი.
ლევიანი 22:2 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 22:2 კონტექსტში
22:2უთხარი აარონს და მის შვილებს, ეკრძალონ ისრაელიანთა საწმიდარებს და არ შეურაცხყონ ჩემი წმიდა სახელი. ისინი არიან ჩემი შემომწირველნი. მე ვარ უფალი.
22:3უთხარი მათ: ყველა, ვინც კი თქვენი თესლთაგანი თქვენს მოდგმაში გაუწმიდურებული მიუახლოვდება საწმიდარებს, რომლებსაც ისრაელიანები სწირავენ უფალს, უნდა მოიკვეთოს ჩემი პირიდან. მე ვარ უფალი.
22:4კეთროვანი ან გამონადენიანი აარონის შთამომავალთაგან ვერ შეჭამს საწმიდარებს, ვიდრე არ გაწმიდავდება. ის, ვინც მიეკარება რაიმეს, მკვდრისგან გაუწმიდურებულს, ან ვისაც თესლის დენა აქვს,
პარალელური ადგილები: ლევიანი 22:2
- მეორე სთვლისაება 15:19ყოველი პირმშო, რაც დაიბადება შენს საქონელში და ცხვარში, მამრი, შესწირე უფალს, შენს ღმერთს. ნუ ამუშავებ პირველმოგებულ ხარს და ნუ გაპარსავ პირველმოგებულ ცხვარსა ან თხას.
- ლევიანი 18:21შენი თესლიდან არავინ მისცე მოლოქის ცეცხლში გასატარებლად, არ შეაგინო შენი ღვთის სახელი. მე მარ უფალი.
- გამოსვლა 13:12განუკუთვნე უფალს საშოს ყოველი გამღები; ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა, თუ მამალი იქნა, უფალს შესწირე.
- რიცხვთა 18:32არ დაგედებათ ცოდვა, როცა მისგან საუკეთეს გადაიხდით ღალად, არ წაბილწავთ ისრაელიანთაგან შემოწირულს და არ მოკვდებით.
- ლევიანი 19:12ცრუ ფიცი არ თქვათ ჩემი სახელით, თორემ შეაგინებთ თქვენი ღვთის სახელს. მე ვარ უფალი!
- გამოსვლა 28:38ეკეთოს აარონს შუბლზე და იტვირთოს აარონმა იმ შეწირულებათა ცოდვა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელიანები ყოველი შეწირვისას. მუდამ შუბლზე ეკეთოს, რომ წყალობა ჰქონდეთ უფლის წინაშე.
- ლევიანი 22:32არ შეურაცხყოთ ჩემი წმიდა სახელი, რომ წმიდა ვიყო ისრაელიანთა შორის. მე ვარ უფალი, თქვენი წმიდამყოფელი,
- ლევიანი 15:31მოარიდეთ ისრაელიანები მათ უწმიდურობას, რომ თავიანთ უწმიდურობაში არ დაიხოცონ და არ გააუწმიდურონ ჩემი სავანე, რომელიც მათ შორის არის.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 22
სრულად წაიკითხე: ლევიანი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში