
ლევიანი 23:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეარხევს მას მღვდელი უფლის წინაშე თქვენს დასამწყალობნებლად.
ლევიანი 23:11 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 23:11 კონტექსტში
23:9ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
23:10ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ, და სამკალს მკას დაუწყებთ, პირველმომკილი ძნა მღვდელს მიუტანეთ.
23:11შეარხევს მას მღვდელი უფლის წინაშე თქვენს დასამწყალობნებლად.
23:12მოამზადეთ ძნის შერხევის დღეს წელგამოვლილი საღი ცხვარი უფლისთვის აღსავლენად.
23:13სამაგისო საძღვნო - ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის, კეთილსურნელებად, და სამაგისო ზედაშე მეოთხედი ჰინი ღვინო.
პარალელური ადგილები: ლევიანი 23:11
- გამოსვლა 29:24დაუწყვე ეს ყველაფერი ხელზე აარონს და მის შვილებს და შეარხიე უფლის წინაშე.
- ლევიანი 9:21მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა შესარხეველად უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსეს.
- ლევიანი 10:14შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი ჭამეთ განწმედილ ადგილზე შენც და შენმა შვილებმაც, რადგან ეს არის შენი და შენი შვილების კერძი, რომელიც ისრაელიანთაგან შეწირული სამადლობელი მსხვერპლიდან მოგეცათ.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 23
სრულად წაიკითხე: ლევიანი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში