გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ლევიანი 9:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლევიანი 9:21

მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა შესარხეველად უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსეს.

ლევიანი 9:21 · საქართველოს საპატრიარქო

ლევიანი 9:21 კონტექსტში

9:19მიუტანეს ხარის ქონები და ვერძის დუმა, შიგნეულის ქონი, თირკმლები და ღვიძლის ბადექონი.

9:20დაადეს ქონები მკერდს და დაწვა ქონები სამსხვერპლოზე.

9:21მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა შესარხეველად უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსეს.

9:22გაიშვირა ხელი აარონმა ერისკენ და დალოცა ისინი, და ჩამოვიდა ძირს, როცა მორჩა ცოდვის გამოსასყიდს, აღსავლენს და სამადლობელ მსხვერპლს.

9:23შევიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარავში, გამოვიდნენ და დალოცეს ერი. მაშინ გამოეცხადა მთელს ერს უფლის დიდება.

პარალელური ადგილები: ლევიანი 9:21

განაგრძე კითხვა: ლევიანი 9

სრულად წაიკითხე: ლევიანი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში