
ლევიანი 23:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკი შენს ყანას მკის დროს, სამკალში დაცვენილს ნუ აკრეფ, ღარიბ-ღატაკს და მდგმურს დაუტოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
ლევიანი 23:22 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 23:22 კონტექსტში
23:20შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე პირველმოწეულ პურთან და ორ ცხვართან ერთად. ეს იყოს საუფლო საწმიდარი მღვდლისათვის.
23:21გამოაცხადეთ, რომ სწორედ ამ დღეს გექნებათ წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან თქვენს საცხოვრებლებში.
23:22როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკი შენს ყანას მკის დროს, სამკალში დაცვენილს ნუ აკრეფ, ღარიბ-ღატაკს და მდგმურს დაუტოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
23:23ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
23:24უთხარი ისრაელიანებს: მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს უქმე გქონდეს - გახსენება ბუკისცემისა, წმიდა შეკრებულობა.
პარალელური ადგილები: ლევიანი 23:22
- მეორე სთვლისაება 24:19თუ მომკი სამკალს და ძნა დაგავიწყდება ყანაში, ნუღა გაბრუნდები მის წამოსაღებად - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეთ, რომ აკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველაფერი, რასაც შენი ხელით გააკეთებ.
- მეორე სთვლისაება 24:21როცა ვენახს დაკრიფავ, მომცვრევას ნუღა დაიწყებ - მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს დარჩეს.
- ლევიანი 19:9როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკი შენს ყანას; სამკალში დაცვენილს ნუ აკრეფ.
- ლევიანი 19:10ვენახსაც ნუ მოიმცვრვვ, ყურძნის ბიმბილებს ნუ აკრებ ძირიდან; ღარიბ-ღატაკსა და მდგმურს დაუტოვე ისინი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი!
- იგავესნი 11:24ერთი ხელგაშლილია და უფრო მდიდრდება, მეორე ყაირათიანია, მაგრამ სიღარიბეშია.
- იგავესნი 11:25ქველმოქმედი კაცი მოკეთდება; ვინც სხვას არწყულებს, თავად დარწყულდება.
- ესაია 58:10თუ სულს არ დაიშურებ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიადში ამოგიბრწყინდება ნათელი და შენი ბნელი შუადღესავით იქნება.
- კორინთელთა მიმართ ბ 9:5ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისთვის, რომ მოსულიყვნენ და გაემზადებინათ თქვენ მიერ აღთქმული ძღვენი, რათა მზად - ყოფილიყო, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 23
სრულად წაიკითხე: ლევიანი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში