
ლევიანი 23:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უქმის შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი. თვის მეცხრე დღეს საღამოდან საღამომდე იუქმეთ, თქვენი შაბათი.
ლევიანი 23:32 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 23:32 კონტექსტში
23:30ვინც ამ დღეს რაიმე საქმეს გააკეთებს, გადავაშენებ მას თავისი ხალხიდან.
23:31არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან თქვენს საცხოვრებლებში.
23:32უქმის შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი. თვის მეცხრე დღეს საღამოდან საღამომდე იუქმეთ, თქვენი შაბათი.
23:33ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
23:34ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის დღესასწაულია შვიდი საუფლო დღე.
პარალელური ადგილები: ლევიანი 23:32
- მათეს სახარება 11:28მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
- მათეს სახარება 11:30ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.
- ფსალმუნები 51:17შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.
- ლევიანი 16:31განსვენების შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი. ეს არის სამარადისო წესი.
- ფსალმუნები 35:13ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.
- კორინთელთა მიმართ ა 11:31რადგანაც ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი.
- ესაია 57:18მე დავინახე მისი გზები და განვკურნავ მას, წავუძღვები და მივუზღავ ნუგეშს მას და მის თანამგლოვართ.
- ესაია 57:19და შევუქმნი სიტყვას ბაგეებში: მშვიდობა, მშვიდობა შორებელთ და ახლობელთ! ამბობს უფალი, და განვკურნავ მას.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 23
სრულად წაიკითხე: ლევიანი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში